Page of ms. P: 128R და იყო, შემდგომად სიტყუათა მათ შესცოდა მთავარმა ღჳნის-მნემან მეფესა ეგჳპტისასა და მეპურეთ-მოძღუარმან უფალსა მათსა მეფესა ეგჳპტისასა.
და განურისხნა ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნის-მნესა და მეპურეთ-მოძღუარსა,
და მისცნა იგინი საპყრობილედ მზარაულთ-მოძღურისა მის, ადგილსა, სადა-იგი იოსებ პყრობილ იყო.
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთ-მოძღუარმან მან იოსებს. და დგა იგი წინაშე მათსა, და იყვნეს იგინი საპყრობილესა მას შინა მრავალ დღე.
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე, კაცად-კაცადმან მათმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ, ღჳნის-მნემან და მეპურეთ-მოძღუარმან, რომელნი იყვნეს მეფისა მის ეგჳპტისანი, და ესენი იყვნეს საპყრობილესა შინა.
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, და იყვნეს Page of ms. P: 128V შეძრწუნებულ.
ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოჲსთა, რომელნი იყვნეს მის თანა საპყრობილესა შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს პირნი თქუენნი მწუხარე არიან?
ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ არავინ არს. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არს გამოთქუმაჲ მათი? მითხართ იგი მე.
და უთხრა ღჳნის-მნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა ვხედევდ, და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა.
და ვენაჴსა მას სამნი ძირნი, და იგი აღმოსცენდა, და აღორძნდა მორჩი, და მწიფე იყვნეს ტევანნი.
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა [და მივეც] სასუმელი იგი [ჴელსა მისსა].
ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.
სამნიღა დღენი წარჴდენ, და მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ იგი შენი და კუალად დაგადგინოს ღჳნის-მნეობასავე შენსა, და მისცე სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა მისსა პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა-იგი იყავ პირის-მწდე.
და მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გეყოს შენ, და ყავ ჩემ ზედა წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსა, და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.
რამეთუ პარვით წარმომიყვანეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ, და აქა არარაჲ ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.
და ვითარცა იხილა მეპურეთ-მოძღუარმან მან, რამეთუ მართლ გამოუთარგმანა მას, და ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა, ვითარმედ სამნი ლანკლანი სამინდოჲთა მედგნეს თავსა ჩემსა.
ხოლო ლანკლასა მას ზედაკერძოსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფჱ ფარაო, ქმნული მეპურეთ-მოძღურისაჲ, და მფრინ\ველნი Page of ms. P: 129R ცისანი შეშჭამდეს ლანკლისა მისგან, რომელი იყო ზედა თავსა ჩემსა.
მიუგო იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი იგი ლაკლანი სამნი დღენი არიან.
სამნიღა დღენი წარჴდენ, მოგკუეთოს თავი შენი შენგან ფარაო და დამოგკიდოს ძელსა, და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი.
და იყო, მესამესა დღესა დღჱ იყო შობისა ფარაოჲსი და სუმაჲ დიდი ყოველთა მონათა ფარაოჲსთაჲ; და მოეჴსენა პატივი ღჳნის-მნისაჲ მის და პატივი მეპურეთ-მოძ ღუარისაჲ შორის მონათა მისთა.
და კუალად დაადგინა ღჳნის-მნჱ იგი მთავრობასავე თჳსსა და მისცა სასუმელი ჴელთა ფარაოჲსსა.
ხოლო მეპურეთ-მოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმანა იოსებ.
ხოლო ღჳნის-მნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.