ხოლო იოსებ შთაიყვანეს ეგჳპტედ და მიიყვანა იგი პეტეფრე, საჭურისმან ფარაოჲსმან, მზარაულთ-მთავარმან, კაცმან მეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაიტელთაჲსა, რომელთა შთაიყვანეს იგი მუნ.
ხოლო უფალი იყო მის თანა. და იყო კაც მაგებელ, და იყო სახლსა მას შინა კაცისა მის მეგჳპტელისა წინაშე.
ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ უფალი იყო მის თანა, და რაოდენსა-რას იქმს, უფალი წარუმართებს მას.
და პოვა მადლი იოსებ წინაშე მისსა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი თჳსსა და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა ჴელთა იოსებისთა.
და იყო, შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა ჴელთა მისთა, და აკურთხა ღმერთმან სახლი მეგჳპტელისაჲ მის იოსებისთჳს, და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა სახლსა შინა და აგარაკთა.
და სცა ყოველივე, რაჲცა იყო ჴელთა იოსებისთა, და არა იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური ოდენ, რომელ ჭამის მან. და იყო იოსებ შუენიერ ქმნულებითა და კეთილ იყო პირითა ფრიად.
ამისა შემდგომად თუალ-აგნა ცოლმან მეგჳპტელისამან, უფლისა თჳსისამან, იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.
ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არაჲ უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა და ყოველივე, [რაჲ ა]რს მისი, მომცა [ჴელთა ჩემთა] Page of ms. P: 118V
და არავინაჲ მმატს სახლსა ამას და არცა გარეშჱ, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, თჳნიერ შენსა ხოლო, რამეთუ ცოლი მისი ხარ, და აწ ვითარ ვქმნე საქმჱ ესე ბოროტი და ვცოდო წინაშე უფლისა ჩემისა?
და ეტყჳნ დღითი დღედ და არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და თანა-ყოფად.
და იყო ესევითარი დღჱ და შევიდა იოსებ სახიდ საქმესა თჳსსა. და არავინ იყო სახლსა მას შინა.
და შებმა-უყო სამოსელსა მისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ დაუტევა სამოსელი თჳსი და განვიდა და ივლტოდა მისგან.
და იყო, ვითარცა დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა შინა მისთა და ილტოდა.
მოუწოდა, რომელნი იყვნეს სახლსა მას შინა, ეტყოდა და ჰრქუა მათ: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა ჩუენ მონაჲ ესე ებრაელი კიცხევად ჩუენდა: შემოვიდა დაწოლად ჩემ თანა და მე ვღადად-ყავ ჴმითა დიდითა.
და მას ვითარცა ესმა ჴმაჲ ჩემი, რამეთუ აღ[ვიმაღლე], დაუტევა სამ[ოსელი მისი] ჩემ თანა და განვიდა გარე და ილტოდა.
და დაიყენა სამოსელი იოსებისი მის თანა, ვიდრემდის მოვიდა ქმარი მისი სახიდ თჳსა.
და ჰრქუა მას: შემოვიდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.
ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა და ივლტოდა და განვიდა გარე.
ვითარცა ესმნეს სიტყუანი იგი ცოლისა თჳსისაგან, რომელნი-იგი უთხრნა, ვითარმედ: ესე მიყო მე მონამან შენმან, განრისხნა გულის-წყრომითა.
და მოიყვანა იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, ადგილსა მას, სადაცა-იგი პყრობილნი მეფისანი იყვნეს.
და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა მას წყალობასა და პოა მადლი წინაშე მესაპყრობილეთ-მოძღურისა მის.
და მისცა მესაპყრობილეთ-მთავარმან მან საპყრობილე იგი ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რაოდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა.
და ყოველი, რაჲცა ქმნიან საპყრობილესა შინა, არა\რაჲ Page of ms. P: 119R იცოდა თავით თჳსით მესაპყრობილეთ-მთავარმან მან არცა ერთი რაჲ, რამეთუ ყოველივე იყო ჴელთა მისთა, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რაოდენსა-იგი იქმოდა იოსებ, წარუმარ თებდა ჴელთა შინა მისთა.