Page of ms. P: 264V და ეჩუენა ღმერთი იაკობს მერმეცა ლუზას, რაჟამს გამოვიდა იგი მდინარეთა ასურეთისათა. აკურთხა იგი ღმერთმან.
და ჰრქუა: სახელი შენი იაკობ, ხოლო აწ არღარა გერქუას იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი.
და ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ უფალი ღმერთი შენი: აღორძნდი და გამრავლდი, რამეთუ ნათესავნი და შესაკრებელნი თესლთანი იყვნენ შენგან, და მეფენი წელთაგან შენთა გამოვიდენ.
და ქუეყანაჲ, რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, მიგცე შენ იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
აღვიდა ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას;
და აღმართა იაკობ ძეგლი ადგილსა მას, სადა-იგი იტყოდა ღმერთი მის თანა, და შეწირა მას ზედა შესაწირავი და დაასხა მას ზედა ზეთი.
და უწოდა იაკობ სახელი ადგილსა მას, სადა-იგი ეტყოდა მას ღმერთი, ბეთელ.
და აღიდგა კარავი მისი მიერ კერძო გოდოლსა მას გადერისსა. და იყო, რაჟამს მიეახლა იგი გაბრათად, მისლვად ქუეყანად იფართით, შვა რაქელ და შობასა მისსა ძნიად შობდა.
და იყო შობაჲ მისი ფიცხელ. და ჰრქუა ყრმისა-ამქუმელმან მან: ნუ გეშინინ, რამეთუ ძჱ გესუა შენ. და იყო აღმოსლვასა სულისა მისისასა, რამეთუ მოკუდებოდა, უწოდა სახელი მისი ძჱ სალმობისა ჩემისაჲ, Page of ms. P: 265R ხოლო მამამან მისმან უწოდა სახელი მისი ბენიამენ.
და მოკუდა რაქელ და დაეფლა გზასა ზედა ეფართად, ესე იგი არს ბეთელი.
და აღჰმართა იაკობ ძეგლი საფლავსა ზედა რაქელისსა, ესე არს ძეგლი საფლავისა რაქელისი ვიდრე დღენდელად დღედმდე.