Page of ms. P: 108R და აღიხილნა იაკობ თუალნი თჳსნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ დაბანაკებული და შეემთხჳნეს მას ანგელოზნი ღმრთისანი.
ხოლო იაკობ თქუა, რაჟამს იხილნა იგინი: ბანაკი ღმრთისაჲ არს ესე. და უწოდა ადგილსა მას სახელი ბანაკებ.
წარავლინნა იაკობ მოციქულნი წინაშე ესავისა, ძმისა მისისა, ქუეყანად სეირდ, სოფელსა ედომისასა.
ამცნო მათ და ჰრქუა: ესრე არქუთ უფალსა ჩემსა ესავს: ესრე იტყჳს მონაჲ შენი იაკობ: ლაბანის თანა ვმწირობდ და ვყოვნე აქამომდე.
და მოვიგე ზროხაჲ და ცხოვარი, მონაჲ და მჴევალი და მივავლინე თხრობად უფლისა ჩემისა ესავისა. რაჲთა პოოს მონამან შენმან მადლი წინაშე შენსა.
და მოვიდეს მოციქულნი იგი იაკობისა და ჰრქუეს: მივედით ესავისა, ძმისა შენისა, და აჰა იგიცა მოვალს შემთხუევად შენდა და ოთხასი კაცი მის თანა.
ხოლო იაკობს შეეშინა ფრიად და ზრუნვიდა და განყო ერი იგი მისთანაჲ და ცხოვარი და ზროხაჲ ოთხად ბანაკად.
და თქუა იაკობ: უკუეთუ მოვიდეს ესავ ბანაკსა ამას ერთსა და Page of ms. P: 108V მოსრას იგი, მეორეჱ(??) ბანაკი განერეს.
და თქუა იაკობ: ღმერთო მამისა ჩემისა აბრაჰამისო და ისაკისო, ღმერთო, რომელმან მარქუ მე: წარვედ ქუეყანად საშოჲსა შენისა და კეთილი გიყო შენ.
კმა არს ჩემდა ყოვლისაგან სიმართლისა და ყოვლისაგან ჭეშმარიტებისა, რომელი უყავ მონასა შენსა, რამეთუ ამით კუერთხითა წიაღმოვჴედ მდინარესა ამას. აწ ესერა ვიქმენ ორად ბანაკად.
განმარინე მე ჴელთაგან ძმისა ჩემისა ესავისთა, რამეთუ მეშინის მე მისგან, ნუუკუე მოვიდეს და მომკლას მე და დედაჲ შვილთა ზედა.
და შენ სთქუ: კეთილი გიყო შენ და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, რომელი არა აღირაცხების სიმრავლითა.
და დაიძინა მას ღამესა მუნ. და მოიღო, რომელი მოაქუნდა ძღუენი, და მიუძღუანა ესავს, ძმასა თჳსსა:
თხაჲ ორასი, ვაცი ოცი, ცხოვარი ორასი, ვერძი ოცი.
აქლემი ჴდალი და კიცუები მათ თანა ოც და ათი, ზროხაჲ [ფური ორმეოცი და] კუროჲ ათი, ვირი და კიცჳ მათი ოცი.
და მისცა ჴელთა მონათა სამწყსოჲ თჳსი და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე ჩემსა და განაშორეთ სამწყსოჲ სამწყსოსა.
და ამცნო პირველსა და ჰრქუა: უკუეთუ შეგემთხჳოს ესავ, ძმაჲ ჩემი, და გკითხოს შენ და გრქუას: ვისი ხარ ანუ ვიდრე ხუალთ, ანუ ვისი არს, რომელი-ესე ვალს წინაშე შენსა,
არქუ შენ: მონისა შენისა იაკობისი; ძღუენი მიუძღუანა ესავს და აჰა იგი შემდგომად ჩემსა მოვალს.
ესრეთ ამცნო პირველსა და მეორესა და მესამესა და ყოველთავე, რომელნი ვიდოდეს წინაშე მისსა, და ჰრქუა: მის სიტყჳსაებრ ეტყოდეთ ესავს, რაჟამს გპოვნეს თქუენ მან.
და არქუთ მას: აჰა მონაჲ შენი იაკობ მოვალს შემდგომად ჩუენსა. რამეთუ თქუა: მოვამშჳდო პირი მისი ძღუენითა მით, წინაჲსწარ ჩემსა წარძღუანულითა, და მისა შემდგომად ვიხილო პირი მისი; ვინ Page of ms. P: 109R იცის, შემემთხჳოს მე.
და წინა-უძღოდა ძღუენი იგი წინაშე მისსა. ხოლო მან დაიძინა მას ღამესა სავანესა მას.
და აღდგა და მოიყვანნა ორნი იგი ცოლნი მისნი და ათერთმეტნი ყრმანი მისნი და წარმოიყვანნა იგინი და წიაღმოჴდა წიაღმოსავალსა მას იაბუკისასა.
და წიაღმოიკრიბა ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
და დადგა მუნ მარტოჲ. და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადმდე.
ვითარ იხილა, ვითარმედ ვერ უძლავს მისა მიმართ, შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბუშა ვრცელი ბარკლისა იაკობისი ბრძოლასა მას მის თანა.
და ჰრქუა კაცმან მან: განმიტევე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი. ხოლო იაკობ ჰრქუა მას: არა განგიტეო, ვიდრემდის არა მაკურთხო მე.
და მან ჰრქუა მას: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: იაკობ.
მან ჰრქუა მას: არა გერქუას ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი, რამეთუ განძრიელდი ღმრთისა თანა და კაცთა თანა ძრიელ [იყო].
ჰკითხა იაკობ და ჰრქუა: მითხარ მე, რაჲ არს სახელი შენი? და თქუა: რაჲსათჳს იკითხავ სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ. და აკურთხა იგი.
და უწოდა სახელი ადგილსა მას ხილვაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვიხილე ღმერთი პირისპირ, და ცხონდა სული ჩემი.