Page of ms. P: 47V და წარვიდა იაკობ ქუეყანად მზის აღმოსავალისა ლაბანისა ასურისა, ძისა ბათოველისა, ძმისა რებეკაჲსა, დედისა იაკობისა და ესავისა.
და მიხედა და იხილა ჯურღმული წყლისაჲ ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი სამწყსონი ცხოვართანი, რომელნი განისუენებდეს, რამეთუ ჯურღმულისა მისგან ასჳან სამწყსოთა მათთა. და დაედვა ლოდი პირსა ზედა მის ჯურღმულისასა.
და შე\კრბიან Page of ms. P: 48R მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსნი მათნი და გარდააგორვიან ლოდი პირისაგან მის ჯურღმულისა და ასჳან წყალი ცხოვართა თჳსთა და მერმე დასდვიან ადგილსავე თჳსსა.
და ჰრქუა იაკობ მწყემსთა მათ: ვინაჲ ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ ჰრქუეს: ქანანელნი ვართ.
ჰრქუა მათ იაკობ: იცითა ლაბან, ძჱ ნაქორისი? და ჰრქუეს: ვიცით.
ჰრქუა მათ იაკობ: ცოცხლებით არსა? [და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს]. და ვიდრე იგი ამას ეტყოდა მათ, აჰა ესერა რაქელ, ასული ლაბანისი, მოვიდა სამწყსოთა თანა მამისა თჳსისათა.
და ჰრქუა იაკობ: რამეთუ დღჱ არს-ღა ფრიად, და არღა არს-ღა ჟამი შეკრებად სამწყსოჲსა; ასჳთ წყალი სამწყსოთა თქუენთა და წარვედით.
ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ ვიდრე შეკრებად ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ამის ჯურღმულისა და მაშინ ვასუათ ცხოვართა ჩუენთა.
და ვიდრე-იგი იტყოდეს-ღა ამას, აჰა ესერა რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა.
და იყო, ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი, ძმისა დედისა თჳსისაჲ, აღდგა და გარდააგორვა ლოდი იგი ჯურღმულისა მისგან და ასუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედის ძმისა მისისათა.
და ამბორს-უყო იაკობ რაქელს, ხოლო მან ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.
და უთხრა იაკობ, ვითარმედ: ძმაჲ მამისა შენისაჲ არს იგი და ძჱ რებეკაჲსი. რაქელ იწრაფა და შევიდა შინა და უთხრა მამასა თჳსსა სიტყუათა მისთაებრ.
და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დის წულისა თჳსისაჲ, იწრაფა განსლვად და Page of ms. P: 47V შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო მას, და შეიყვანა იგი სახლსა თჳსსა. და უთხრნა იაკობ ლაბანს ყოველნი სიტყუანი.
ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარი შენ. და იყო იგი მის თანა თთუე ერთ და დღეთა მრავალთა.
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ, არა მმონო მე ცუდად, არამედ მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?
ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისაჲ მის ლია და სახელი უმრწემჱსისაჲ მის რაქელ.
და იყვნეს თუალნი ლიაჲსნი ლბილ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.
და უყუარდა იაკობს რაქელ და ჰრქუა: გმონებდე შენ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემჱსისა.
ჰრქუა მას ლაბან: უმჯობჱს არს იგი მიცემად შენდა, ვიდრე სხუასა ქმარსა. იყოფოდე ჩემ თანა.
და ჰმონებდა იაკობ რაქელისთჳს შჳდ წელ. და იყვნეს მის წინაშე წელიწადნი იგი ვითარცა მცირედნი დღენი სიყუარულითა მისითა.
და ვითარცა აღესრულნეს შჳდნი იგი წელნი, ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი დროჲსანი.
და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.
და ვითარცა იყო მწუხრი, მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იგი იაკობისა და შევიდა მისა იაკობ.
და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა, მჴევალი თჳსი, შიმუნვარად.
და იყო განთიად, იხილა იაკობ, და იყო მის თანა ლია. ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ? ანუ არა რაქელისთჳს გმონებდ შენ? აწ რაჲსა შეურაცხ-მყავ მე?
ჰრქუა მას ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრჱთ - უმრწემჱსისა მიცემა უწინარჱს უხუცჱსისა.
აწ აღასრულენ სხუანიღა შჳდნი წელნი ამისთჳს და მიგცე ესეცა საქმისათჳს, რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმე სხუათაღა შჳდთა წელთა.
ყო ეგრჱთ და აღასრულნა შჳდნი წელნი. და მისცა მას ლაბან რაქელ, ასული თჳსი, ცოლად.
და მისცა ლაბან რაქელს, ასულსა თჳსსა ბალა, მჴევალი თჳსი, შიმუნვარად.
და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიაჲსა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ საძულელ არს მისა, და განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ1.
და მიუდგა ლია და შვა ძჱ. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა ღმერთმან სიმდაბლჱ ჩემი და მომცა მე შვილი. აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.
და მერმე მიუდგა და შვა ძჱ მეორჱ და თქუა, რამეთუ: იხილა ღმერთმან, ვითარმედ საძულელ ვიყავ. და მომცა მე ესეცა. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.
და მერმე მიუდგა და შვა ძჱ და თქუა: ამიერთგან ჩემთჳს იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშევ მას ძჱ. და უწოდა სახელი მისი ლევი.
და მიუდგა მერმე და შვა ძჱ და თქუა: აწ და მერმეცა აუვარებდე უფალსა. ამისთჳს უწოდა სახელი მისი იუდა.