TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 26
Previous part

Chapter: 28  
თავი 28


Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 102R   განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარანდ.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიემთხჳა ადგილსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზჱ. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათაჲ და დაიდვა სასთუნალ მისა და დაწვა მას ადგილსა.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჩუენებასა იხილვიდა: და აჰა ესერა კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცადმდე, და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვი დოდეს.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო უფალი დამკჳდრებულ იყო მას ზედა. და ჰრქუა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისაჲ, და ღმერთი ისაკისი. ნუ გეშინინ! ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ და განვრცნეს ზღუადმდე Page of ms. P: 102V   და ჩრდილოდ და ბღურად და აღმოსავალად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა მე შენ თანა ვარ, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, ვიდრე არა ვყო მე ყოველი, რაოდენსაცა-იგი გეტყოდე შენ.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან და თქუა:
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
... ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! არა არს ესე სხუა, გარნა სახლი ღმრთისაჲ, და ესე არიან ბჭენი ცისანი.
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღდგა იაკობ განთიად და მოიღო ლოდი იგი მუნ, რომელი დაედვა სასთუნლად, და დაასხა ზეთი თავსა მის ლოდისასა.
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უწოდა სახელი ადგილსა მას სახლი ღმრთისაჲ, რამეთუ ულამაოს იყო სახელი პირველად ქუეყანისაჲ მის.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ილოცა ლოცვაჲ იაკობ და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩუენ თანა, დამიცვეს მე გზასა ამას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური საჭმლად და სამოსელი შემოსად.
Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, და იყოს უფალი ღმრთად ჩემდა.
Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ლოდი ესე, რომელი აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა და ყოვლისაგან, რაოდენი-რაჲ მომცეს მე, ათეული მიგცე შენ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.