Page of ms. P: 98V და იყო, რაჟამს დაბერდა ისაკ და დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და ვერ ხედვიდა, მოუწოდა ისაკ ძესა თჳსსა ესავს უხუცჱსსა და ჰრქუა მას: შვილო ჩემო ესა[ვ]. და ჰრქუა ესავ: აჰა ესე ვარ, უფალო.
და ჰრქუა მას ისაკ: მე ესერა დავბერდი და არა უწყი დღჱ იგი აღსრულებისა ჩემისაჲ.
აწ აღიღე აბჯარი შენი, მშჳლდი და კაბარჭი შენი და განვედ ველად და ინადირე ნადირი,
და მომართუ და მიქმენ ჭამადი, რაჲთა ვჭამო და განვძღე, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან, ვიდრე-ესე ცოცხალღა ვარ და არა მომკუდარ.
ესმოდა ესე რებეკას, ეტყოდა რაჲ ისაკ ძესა თჳსსა ესავს. და განვიდა ესავ ნადირობად მამისა თჳსისათჳს.
რებეკა მოუწოდა ძესა თჳსსა იაკობს და ჰრქუა მას: მესმოდა მე მამისა შენისაჲ, ეტყოდა რაჲ ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა მას:
მომართუ მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, ვიდრე-ესე ცოცხალღა ვარ და არა მომკუდარ.
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გრქუა შენ:
მივედ არვესა მამისა შენისასა და მომგუარენ მე ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და პოხილნი Page of ms. P: 99R და შეუქმნნე იგინი ჭამადებად მამასა შენსა, ვითარცა უყუარს მას.
(!) მიუპყარ მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან, ვიდრე ცოცხალღა არს და არა მომკუდარ. ჰრქუა იაკობ: ძმაჲ ჩემი არს კაცი მატყიერი, ხოლო მე წყლტუ ვარ1.
ნუუკუე მრევდეს მამაჲ ჩემი და ვიპოო მე წინაშე მამისა ჩემისა ვითარცა შეურაცხის -მყოფელი ერთი და მოვიღო მამისა ჩემისაგან წყევაჲ და არა კურთხევაჲ.
ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ წყევაჲ იგი, შვილო; გარნა შენ ისმინე ჩემი და წარვედ და მომართუ, რასა-ესე გთხოვ შენ.
წარვიდა იაკობ სამწყსოსა მამისა თჳსისასა და მოართუა დედასა თჳსსა. და შეუქმნა დედამან მისმან საჭმელი, ვითარცა უყუარდა მამასა მისსა.
და მოიღო რებეკა სამოსელი ძისა თჳსისა ესავისი, კე[თილი], რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა.
და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.
და მისცა საჭმელი და პური ჴელთა იაკობისთა.
და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო. და მან ჰრქუა: აქა ვარ. შენ ვინ ხარ, შვილო?
და თქუა იაკობ: მე ვარ ესავ, პირმშოჲ ძჱ შენი. ვყავ, ვითარცა მეტყოდე მე. აღდეგ და ჭამე ნადირისაგან ჩემისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, რამეთუ ადრე ჰპოვე, შვილო? და ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან წინაშე ჩემსა.
ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე და ჴელი შეგახო შენ, შვილო, უკუეთუ შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ, ანუ არა.
და მიეახლა იაკობ მამასა თჳსსა და ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი ესე ჴელნი ესავისნი.
და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავისნი ფაჩუნიერ. და აკურთხა იგი.
და ჰრქუა: შენ ხარ ძჱ ჩემი ესავ? Page of ms. P: 99V და თქუა: მე ვარ.
და ჰრქუა: მომართუ ნადირებულისა შენისაჲ, რაჲთა გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას, და ჭამა. და შემოართუა ღჳნოჲ და სუა.
და ჰრქუა მას ისაკ: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შვილო.
და მიეახლა მას და ამბორს-უყო. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ, აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ აგარაკისა სავსისაჲ, რომელი აკურთხა უფალმან.
და მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა და სიმრავლჱ იფქლისა და ღჳნისაჲ.
და გმონებდენ შენ თესლნი და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი; და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა ზედა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ!
და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისა მისგან იაკობისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან მამისა თჳსისა, და ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით მოვიდა ნადირითურთ.
და უქმნა მანცა საჭმელი მამასა თჳსსა, მოვიდა და ჰრქუა მას: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირისაგან ძისა თჳსისა, რაჲთა მაკურთხოს მე სულმან შენმან.
და ჰრქუა ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძჱ შენი პირმშოჲ ესავ.
განუკჳრდა ისაკს განკჳრვებითა დიდითა და თქუა: და ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი და შემომართუა და ვჭამე ყოვლისა მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა, და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ?
და იყო, ვითარცა ესმნეს ესავს სიტყუანი ესე ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და მწარითა და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.
ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკუვით და მიიღო კურთხევაჲ შენი.
და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ ესე მეორედ შემიტყუვა მე: პირ\ველად Page of ms. P: 100R მიმიღო პირმშოებაჲ ჩემი და აწ მიმიღო კურთხევაჲ ჩემი. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: არარაჲ დამიმარხეა კურთხევაჲ ერთიცა, მამაო?
მიუგო ისაკ ესავს და ჰრქუა: ვინაჲთგან უფალ ვყავ იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყვენ მისა მონა, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შვილო?
ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი? მაკურთხე მეცა, მამაო. და ვითარცა შეწუხნა ესავ, და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.
მიუგო ისაკ, მამამან მისმან, და თქუა: აჰა ესერა სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.
და მახჳლითა შენითა სცხონდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს, ოდესმე განიჴსნე და განაგდო უღელი მისი ქედისაგან შენისა.
და უთქუმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა: მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა ძმაჲ ჩემი იაკობ.
უთხრეს რებეკას სიტყუანი ესე ძისა მისისა უხუცესისანი. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემჱსსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.
აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჴმისა ჩემისაჲ: აღდეგ და წარივლტოდე ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანს.
და იყავ მის თანა,
ვიდრე გარე-მიიქცეს გულის-წყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისაჲ შენგან და დაავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ. ნუუკუე მოგკლას შენ და უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგანვე ერთსა შინა დღესა.
და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტისთა. უკუეთუ მო-ღა-იყვანოს იაკობ ცოლი ასულ\თაგან Page of ms. P: 100V ამის ქუეყანისათა, რაჲ-ღა იყოს ცხორებაჲ ჩემი?