და იყო სიყმილი ქუეყანასა მას თჳნიერ მის სიყმილისა, რომელი-იგი იყო დღეთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელიქისა, მეფისა ფილისტიმელთაჲსა, გერარად.
და ეჩუენა მას ღმერთი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ და დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომელსაცა გრქუა შენ.
და მწირობდ მას ზედა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი Page of ms. P: 40R და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი და ფიცი ჩემი, რომელი ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი,
ამისთჳს რამეთუ ერჩდა მამაჲ შენი ჴმასა ჩემსა და დაიმარხნა მცნებანი ჩემნი და შჯული ჩემი და ბრძანებანი ჩემნი.
და დაეშჱნა ისაკ გერარეთს.
და ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: "დაჲ ჩემი არს". რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: "ცოლი ჩემი არს", ნუუკუე ვითარმცა მოკლეს იგი მათ რებეკაჲს გამო, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.
და იყო იგი მრავალ ჟამ მუნ. შთახედა აბიმელიქ, მეფემან გერალელთამან და იხილა ისაკი, იმღერდა რაჲ რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.
მოუწოდა აბიმელიქ ისაკს და ჰრქუა მას: ცოლი სამე შენი იყო და რად სთქუ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არსო? ჰრქუა ისაკ: ვთქუ, ნუუკუე მოვკუედ-მცა მაგის გამო.
და ჰრქუა მას აბიმელიქ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და შე-მცა-ეხო ვინმე მას ნათესავისა ჩემისაგან და მომჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ.
და უბრძანა აბიმელიქ ყოველსა მას ერსა თჳსსა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა ამას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.
და სთესა ისაკ ქუეყანასა მას, და იყო მას წელსა ასეული იფქლისაჲ. და აკურთხა ღმერთმან ისაკი.
და განდიდნა კაცი იგი, ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრე დიდ იქმნა ფრიად.
და იყო მისა სამწყსოჲ ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და ქუეყანისა საქმენი ფრიად. და ეშურებოდეს ფილისტიმელნი იგი.
და ყოველი ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისა აბრაჰამისთა დღეთა მისთა, დაყვეს იგი ფილის\ტიმელთა Page of ms. P: 40V მათ და აღავსეს მიწითა.
და ჰრქუა აბიმელიქ ისაკს: განვედ ჩემგან, რამეთუ უძრიელჱს ჩემისა იქმენ ფრიად.
და წარვიდა მიერ ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშჱნა მუნ.
და მერმე თხარა ისაკ ჯურღმულები წყალთაჲ, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა და დაყვეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა. და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა მამასა მისსა.
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმულები ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ.
და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერალელთანი მწყემსთა ისაკისთა და ეტყოდეს, ვითარმედ: ჩუენი არს წყალი ესე. და უწოდა სახელი მისი ვნებაჲ, რამეთუ ავნეს მას.
და წარმოვიდა მიერ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ეშჯოდეს იგინი მისთჳსცა, და დასდვა მას სახელი მისი მტერობა.
და წარმოვიდა მიერცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ, და არა ჰლალვიდეს მისთჳს. და დასდვა სახელი მისი ფართოება და თქუა: რამეთუ აწ განგჳფართა ჩუენ უფალმან და აღგუაორძინნა ჩუენ ქუეყანასა.
და აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ფიცისასა.
და ეჩუენა მას ღმერთი და ჰრქუა: მე ვარ უფალი ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.
და აღაშჱნა მუნ საკურთხეველი და ხადა მუნ სახელსა უფლისასა.