TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 23
Previous part

Chapter: 25  
თავი 25


Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 39R   და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა ღმერთმან ისაკ, ძჱ მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა ...
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ შვა ისაკ.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო ისაკ ორმეოც წლის, ოდეს მოიყვანა შინა რებეკა, ასული ბათოელისი ასურისაჲ შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, ცოლად მისა.
Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ევედრებთდა ისაკ უფალსა ცოლისა მისისა რებეკაჲსთჳს, რამეთუ იყო იგი ბერწ. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო რებეკა, ცოლმან მისმან.
Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იმღერდეს ყრმანი მუცელსა მისსა, და თქუა: უკუეთუ ესრჱთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳს-მე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად უფლისა მიერ.
Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა ორი ნათესავი არს მუცელსა შენსა, და ორნი ძენი მუცლისა შენისაგან იყვნენ, და უხუცჱსი Page of ms. P: 39V   ჰმონებდეს მრწემსა მას.
Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი, და იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა.
Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად და ფაჩუნიერ ვითარცა ტყავი. და დასდვა მას სახელი ესავ.
Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი და ჴელი მისი მოხუეულ იყო ბრჭალსა ესავისსა. და უწოდა სახელი მისი იაკობ. ისაკ იყო სამეოც წლის, რომელსა ჟამსა შვნა ესენი რებეკა.
Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღორძნდეს ყრმანი ესე. და იყო ესავ კაცი მეცნიერ ნადირობად, მეველჱ, ხოლო იაკობ კაცი უმანკოჲ, მყოფი სახლსა შინა.
Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უყუარდა მამასა მათსა ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საჭმლად მისა. ხოლო რებეკას უყუარდა იაკობ.
Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ველით დამაშურალი.
Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ესავ იაკობს: მაჩუენე მე გემოჲ მგბარისა მაგისგან იფქლისა, რამეთუ მო უძრულდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ.
Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი.
Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას ესავ: აწ ესერა მე მივახ აღსრულებად და რაჲ-ღა სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე ჩემი?
Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა პირმშოებაჲ თჳსი იაკობს.
Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისაჲ. ჭამა და სუა, აღდგა და წარვიდა, და განაქარვა პირმშოებაჲ თჳსი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.