და უფალმან ღმერთმან მოიძია სარა, Page of ms. P: 22R ვითარცა-იგი ეტყოდა; ყო უფალმან ღმერთმან სარაჲსთჳს, ვითარცა-იგი აღუთქუა.
და მიუდგა სარა და უშვა აბრაჰამს სიბერისა დღეთა ჟამსა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ღმერთი.
და უწოდა აბრაჰამ სახელი ძესა თჳსსა ისაკ.
და მოიქუა აბრაჰამ ძჱ იგი თჳსი ისაკი დღესა მერვესა და წინადასცჳთა მას, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
და აბრაჰამ იყო ას წლის, რაჟამს ესუა ისაკი.
და თქუა სარა: ნანდჳლ საცინელ მყო მე ღმერთმან, რამეთუ ვისცა ესმეს, უხაროდის და მეცინოდის მე.
და მრქუას, ვითარმედ: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ ვშევ სიბერესა ჩემსა, და ყრმაჲ იყოს მკერდსა ჩემსა?
აღორძინდა ყრმაჲ იგი, და ყო აბრაჰამ ტაძრობაჲ დიდი დღესა მას, რომელსა განეყენა ძჱ თჳსი ისაკი ძუძუსა.