TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 19
Previous part

Chapter: 20  
თავი 20


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 21R   იძრა და წარვიდა აბრაჰამ მზის დასავალით კერძო, მოვიდა და დაეშჱნა შორის კადესა [და შორის] ასურსა და მუნ დაშჱნებულ იყო მწირობით გერალელთა კერძო.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა აბრაჰამ ცოლისა თჳსისაჲ, ვითარმედ: დაჲ ჩემი არ მიავლინა აბიმელიქ, მეფემან გერალელთამან, და მიიყვანა სარა თავისა თჳსისა ცოლად.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ეჩუენა ღმერთი აბიმელიქს ჩუენებასა ღამისასა და ჰრქუა: უწყოდე, რამეთუ მოჰკუდები მაგის დედაკაცისა გამო, რომელ-ეგე მოგიყვანებიეს შენ შენდა ცოლად, რამეთუ მაგას ქმარი თჳსი ზედა-ადგს. განეშორე, აბიმელიქ, ზრახვისა მაგისგან.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა აბიმელიქ ღმერთსა: უფალო ღმერთო, ნათესავი ერთი უცბობით და სიმართლით მო-ხოლო-მსპოა?
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა-მე აბრაჰამ თჳთ თქუა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს? და დედაკაცმან მან თქუა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს იგი? და მე გულითა წრფელითა და ჴელითა სიმართლისაჲთა მოვიყვანე იგი ცოლად ჩემდა.
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა უწყი, რამეთუ გულითა წრფელითა ჰყავ ეგე, და შეგიწყალე შენ, რაჲთა არა სცოდო წინაშე ჩემსა შეხებითა მაგის დედაკაცისაჲთა.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აწ მიეც დედაკაცი ეგე ქმარსავე თჳსსა, რამეთუ კაცი ეგე წინაჲსწარმეტყუელი არს. უკუეთუ დააყენო, უწყოდე, რამეთუ მოისპო და ყოველივე, რაჲცა არს სახლსა შენსა.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღიმსთო განთიად აბიმელიქ მეფემან და მოუწოდა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა მათ სიტყუათა; შეეშინა ყოველთა ფრიად და დამდაბლდეს წინაშე უფლისა ღმრთისა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე საქმჱ ჰქმენ ჩუენ ზედა? ნუმცა შე-რაჲ-გცოდეთ შენ, რამეთუ მოავლინე ჩემ ზედა და მეფობასა Page of ms. P: 21V   ჩემსა ცოდვაჲ დიდძალი? და საქმჱ ესე, რომელ არავის უქმნიეს, მაქმენ ჩუენ.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: მარქუ მე, რაჲ ესე ჰყავ?
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: იჭჳთ ვეჭუდი გულსა შინა ჩემსა, ვითარმედ სოფელი ესე წარმართთაჲ არს, მე მომკლან და ცოლი ჩემი წარიყვანონ.
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო გულითა დადცა ჩემდა არს მამით და არა დედით, ხოლო აწ ცოლად ჩემდა არს.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და იყო, რაჟამს გამომიყვანა მე ღმერთმან სახლისაგან მამისა ჩემისა, ვარქუ დედაკაცსა ამას, ვითარმედ: ესე რაჲმე სიმართლჱ დაიმარხე ჩემთჳს ყოველსა ადგილსა, რომელსაცა შევიდეთ, მუნ თქუ, [ვითარმედ: ძმაჲ არს] ჩემი, რაჲთა არა ქმნულკეთი ლობასა მაგას შენსა გხედვიდენ და მე მომკლან.
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ესმა ესე აბიმელიქს, მოიღო მან ათასი სატირი მრჩობლი ვეცხლი, ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები ფრიად, და აღაგო დედაკაცი იგი და მისცა აბრაჰამს, ქმარსა თჳსსა.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა აბიმელიქ მეფემან აბრაჰამს: აჰა ესერა ქუეყანაჲ ესე ჩემი შენ წინაშე არს; სადაცა გნებავს, დაეშჱნე.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და სარას ჰრქუა: აჰა ესერა ათასი სატირი ვეცხლი მრჩობლი მიმიცემიეს ქმარსა შენსა; იგი იყავნ შენდა პატივ პირსა მაგას შენსა, რამეთუ თუალთა ჩემთა უნდა შენი და სხუაჲცა, რაჲ-იგი იყოს შენი, მიმიცემიეს მათ, რომელნი შენ თანა არიან. ამიერითგან მართლის მეტყუელ იყავ, აბრაჰამ.
Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი აბიმელიქისი და მონანი და მჴევალნი მისნი. და მაშინ შობად იწყეს.
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაყენებულ იყო ყოველი მამაკაცი წესისაგან თჳსისა და დაყენებულ იყო ყოველივე საშოჲ დედათა მათთაჲ და ყოველსა მას სახლსა აბიმელიქისსა სარაჲსთჳს, ცოლისა აბრაჰამისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.