Page of ms. P: 198R და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ Page of ms. P: 198V გამოცადა ღმერთმან აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. და თქუა აბრაჰამ: აქა ვარ, უფალო.
და ჰრქუა მას: წარმოიყვანე ძჱ ეგე შენი საყუარელი ისაკი და წარმოვედ შენ ქუეყანასა ერთსა მაღალსა და მუნ შეწირე მსხუერპლად ზედა მთასა ერთსა, რომელსა გრქუა შენ.
აღდგა აბრაჰამ განთიად და დაასხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძჱ თჳსი; და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისა მისთჳს, აღდგა და წარვიდა ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა ღმერთმან.
აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და აჰა იხილა ადგილი იგი შორით.
და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით თქუენ აქა კარაულთა თანა, მე და ყრმაჲ ესე მივიდეთ ადგილსა ერთსა, თაყუანის-ვსცეთ უფალსა და მოვიდეთ თქუენდავე.
და წარიღო აბრაჰამ შეშაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის და აჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და წარიღო ჴელითა თჳსითა ცეცხლი და მახჳლი, და წარვიდვს ორნივე ერთად.
ჰრქუა ისაკ მამასა თჳსსა: მამაო, ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შვილო? და მან ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლად?
ჰრქუა მას აბრაჰამ: ღმერთმან იხილოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შვილო.
და წარვიდეს ორნივე ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა ღმერთმან. და აღაშჱნა მუნ აბრაჰამ საკურთხეველი უფლისაჲ და დაასხა შეშაჲ და შეკრა ისაკი, ძჱ თჳსი, და დადვა საკურთხეველსა ზედა კერძო შეშასა მას.
და მიყო ჴელი მისი მოღებად მახჳლისა და დაკლვად ძისა თჳსისა.
და ეტყოდა მას ანგელოზი ღმრთისაჲ ზეცით და ჰრქუა: Page of ms. P: 199R აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო.
და ჰრქუა: ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუცა ავნებ რას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის ღმრთისა, სადა არა ჰრიდე ძესა მაგას საყუარელსა შენსა ჩემთჳს.
და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი, იხილა: და აჰა ესერა ვერძი ერთი დამოკიდებულ იყო რქითა ნერგსა საბეკსა. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა მსხუერპლად ისაკის წილ, ძისა თჳსისა.
და უწოდა აბრაჰამ [სახელი ადგილსა მას] უფალი იხილა, რამეთუ ჰრქჳან დღეს მთასა მას უფალი გამოჩნდა.
და უწოდა აბრაჰამს ანგელოზი უფლისაჲ ზეცით მეორედ და ჰრქუა:
თავსა ჩემსა ვფუცავ, იტყჳს უფალი, ვინაჲთგან ჰყავ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს,
კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს კიდისაჲ; და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ;
და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
მიაქცია აბრაჰამ და მივიდა მონათა თჳსთა თანა. აღდგეს და წარვიდეს ერთად და დაეშჱნა აბრაამ ჯურღმულსა მას ფიცისასა.