TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 16
Previous part

Chapter: 17  
თავი 17


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 20R   და ეჩუენა უფალი ღმერთი აბრაჰამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო-გიყავ შენ წინაშე ჩემსა და იყავ უბიწო.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის [ჩემსა და შორის] შენსა და განგამრავლო შენ ფრიად.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა, და ეტყოდა მას უფალი და ჰრქუა:
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ვჰყოფ აღთქუმასა ჩემსა შენ თანა, და იყო შენ მამა მრავალთა ნათესავთა.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არღარა გეწოდოს სახელი შენი აბრაამ, არამედ აბრაჰამ იყოს სახელი შენი, რამეთუ მამად მრავალთა ნათესავთა დაგადგინო შენ.
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღგაორძინო შენ ფრიად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და შორის ჩემსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავისა მათისამდე აღთქუმაჲ საუკუნოჲ, რაჲთა ვიყო მე შენდა ღმრთად და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
[და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა] ქუეყანაჲ ეგე, რომელსა ზედა შენ ჰმწირობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ სამკჳდრებელად საუკუნოდ, და ვიყო მე შენდა ღმრთად.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაჰამს: შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიმარხო და ნათესავმან შენმან ვიდრე ნათესავადმდე მათა.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი დაიმარხო შორის შენსა და ჩემსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავად\მდე Page of ms. P: 20V   მათა: წინადაცუეთად ყოველსა წულსა ნათესავსა შორის თქუენსა.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინადაიცუითოთ ჴორცი წინადაცუეთილებისა თქუენისაჲ, და იყოს სასწაულად აღთქუმისა შორის ჩემსა და შორის თქუენსა.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყრმამან რვისა დღისამან წინადაიცჳთოს ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა სახლისა შენისამან და ვეცხლით სყიდულმან, რომელი იყოს ნაშობი უცხოთესლისაჲ, რომელი არა არს ნათესავისა შენისაგანი.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინადაიცჳთოს სახლის წულმან სახლისა შენისამან და ყოველმან ვეცხლით ფრდილმან. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცთა თქუენთა ზედა აღთქუმად საუკუნოდ.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველმან წულმან, რომელმან არა წინადაიცჳთოს ჴორცი წინადაცუეთილებისა მისისაჲ მერვესა დღესა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან თჳსისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაჰამს: სარას, ცოლსა შენსა, არღარა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვაკურთხო იგი და მოგცე შენ შვილი მისგან. და იყოს ნათესავად დიდად, და მეფენი ნათესავისა მისისაგან გამოვიდენ.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა, განიცინნა და იტყოდა გულსა თჳსსა და თქუა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას, და უკუეთუ სარა ოთხმეოცისა წლისამან შვეს?
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაჰამს: აჰა ესერა სარა გიშვეს შენ ძჱ და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი მის თანა აღთქუმად საუკუნოდ და ნათესავისა მისისა თანა შემდგომად მისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.