TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 15
Previous part

Chapter: 15  
თავი 15


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 270R   და იყო, შემდგომად სიტყჳსა მის და სიტყუაჲ უფლისა იყო აბრაჰამისა მიმართ და ჰრქუა: ნუ გეშინინ აბრაჰამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი დიდ იყოს ფრიად.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა აბრაჰამ: უფალო, რაჲ მომცე მე; ესერა დატევებულ ვარ უშვილოდ, ხოლო ძჱ მასეკისი, სახლის წულისა ჩემისაჲ, ესე დამასკელი ელეაზარ.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა აბრაჰამ, რამეთუ არა მომეც მე თესლი, ამან სახლის წულმან ჩემმან დამიმკჳდროს მე.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეყსეულად ჴმაჲ იყო მისა და თქუა: არა დაგიმკჳდროს შენ მაგან, არამედ რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
გამოიყვანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ ზეცად და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ უძლო აღრაცხად მათა. და ჰრქუა: ესრჱთ იყოს ნათესავი შენი.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანე შენ სოფლისა მისგან ქალდეველთაჲსა, რაჲთა მიგცე შენ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 270V   და ჰრქუა აბრაჰამ: უფალო, უფალო, რაჲთა უწყოდი, რაჲთა დავიმკჳდრო იგი.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას უფალმან: მომგუარე მე დეკეუელი სამ წლისაჲ და გურიტი და ტრედი.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოიღო ესე აბრაჰამ და განახევრა იგი შორის და დააგო იგი პირსპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველი იგი არა განყო.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გარდამოვიდოდა მფრინველი იგი ჴორცსა მას ზედა განყოფილსა; ხოლო აბრაჰამ მას თანა ჯდა.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასლვასა ოდენ მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაჰამსა ზედა: და აჰა ესერა შიში დიდი ბნელისაჲ მოიწია მის ზედა.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა აბრაჰამს: უწყებით უწყოდე, რამეთუ მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა და დაიმონნენ იგი და ბოროტსა უყოფდენ ოთხას წელ.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო ნათესავსა მას, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯნე მე და მისა შემდგომად გამოვიდენ აქა ჭურჭლითა მრავლითა.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო წარხჳდე მამათა შენთა მშჳდობით განმზრდელ სიბერითა კეთილითა.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო ნათესავი მეოთხჱ მოიქცეს აქა, რამეთუ არღა აღსრულებულ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო მზჱ დასავალსა; იყო ალი, და ალი ესე საჴუმილისა მკუმულვარჱ, და ლამპარნი ცეცხლისანი, და განვლეს შორის განყოფილსა მას.
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამსა აღთქუმაჲ და ჰრქუა: ნათესავსა შენსა მივსცე ქუეყანაჲ ესე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.