TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 14
Previous part

Chapter: 14  
თავი 14


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იყო, შარავანდედობასა მას ამფალისსა, სენაარელთა მეფისასა, არიოქ, მეფჱ ელადელთაჲ, და ქოდოლაგომორ, მეფჱ ელამელთაჲ, და თარგალ, მეფჱ წარმართთაჲ.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოსრულ იყვნეს ბრძოლად ბარრაჲსა, სოდომელთა მეფისათჳს, და ბარსაჲსა, გომორელთა მეფისა, სენაჰარისა, ადამელთა მეფისა, და [სჳმობორისა], სებოიმელთა მეფისა, და ბარაკ მეფისა, ესე იგი არს სეგორი.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესე ყოველნი მეფენი შეიზრახნეს და ერი იგი შეიკრიბეს ჴევსა მას მარილოანსა და მთასა ზედა და ზღუასა მას მარილოანსა.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ თორმეტ წელ დამონებულ იყვნეს ქოდოლაგომორ მეფესა მას და მეათცამეტესა წელსა განუდგეს მას.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აწ წელსა მას მეათორმეტესა მოვიდა ქოდოლაგომორ, მეფჱ იგი, და მეფენი იგი, რომელ იყვნეს მის თანა, და მოწყჳდნეს მათ გმირნი იგი ასტარონს შინა და კარნამს, და მოსპეს ერი იგი ძრიელი ერთბამად მათ თანა, და უმელნი იგი, რომელ იყვნეს სავჱს ქალაქისანი.
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ქორომელნი იგი, რომელნი იყვნეს მთასა მას სეირსა ვიდრე საზღვრადმდე ბილეკომისა(!), რომელი დგას ფარნეს უდაბნოსა მას.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მერმე მოიქცეს, მოვიდეს იგინი წყაროსა მას ზედა სასჯელისასა, რამეთუ ესე თავადი არს კადჱ. და მოწყჳ\დნეს Page of ms. P: 19R   მუნ მთავრები იგი ამალეკელთანი და ამორეველთანი, რომელნი დაშჱნებულ იყვნეს ასასანთამარს შინა.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აწ გამოვიდეს სოდომელთ მეფემან და ადამელთ მეფემან და სებოიმელთ მეფემან, ბარაკ სეგორელთ მეფემან. განეწყვნეს და განემზადნეს ბრძოლად მათ მეფეთა ჴევსა მას ადაოცთასა.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ქოდალაგომორს, ელამელთა მეფესა, და თარგალს, წარმართთა მეფესა, და არიოქ, სერაჰელთა მეფესა - ოთხნი ესე მეფენი შარავანდედნი ხუთთა შარავანდედთა.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჴევები ადაოცისაჲ მის უყისაჲ უყსა თანა და გუბი გუბსა თანა, ესე იგი არს მალთითა და კუპრითა სავსჱ. ივლტოდვს და განიბნინეს მეფჱ იგი სოდომელთა და გომორელთაჲ და შთაცჳვეს იგინი გუბსა მას, და რომელნი-იგი დაშთომილ-იყვნეს, მთად კერძო წარივლტოდეს.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიიწინეს მეფენი იგი და წარიღეს და წარტყუენეს მთით კერძოჲ იგი და ყოველი ნათესავი სოდომელთაჲ და ყოველი ფასი მათი და საცხოვარი და მონაგები ყოველი ტყუედ წარიღეს.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წარტყუენეს ლოთცა, ძმის წული აბრაჰამისი, და ყოველი ნაყოფი და მონაგები მისი და წარვიდეს.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიწია ღაღადის-მგდებელი აბრაჰამისა მუხასა მას წიაღ მამბრესა ძმათა მათგანი ესქორისთაჲ და ავნანისთაჲ, რომელნი-იგი იყვნეს ჴელ-ცემულ აბრაჰამისა.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესმა რაჲ აბრაჰამს, ვითარმედ წარიტყუენა ლოთ, ძმის წული მისი, აღდგა მუნთქუეს ოდენ, ანდერძ-ყო შვილთა მათ ჴელით სწავლულთაჲ, მონათა თჳსთაჲ, და დევნა-უყო კუალსა მათ მეფეთასა სამას ათურამეტითა ნიჟუგითა.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაესხა შარავანდედთა მათ ღამე თავადი იგი და მონანი იგი მისნი მის თანა, Page of ms. P: 19V   მოსრნა და მოწყჳდნა იგინი. და დასდვა სახელი მას ველსა ველი შარავანდედთაჲ და ნეშტნი იგი მათნი მეოტად წარიქცინა მიქობადმდე, რომელ არს მარცხლ კერძო დამასკესა.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუმოიქცია ტყუჱ იგი ყოველი რემაკთაჲ და ყოველი მონაგები სოდომელთა მათ და გომორელთაჲ და ლოთ, ძმის წული თჳსი მოაქცია ყოვლითურთ ნატყუენავით და ფასი და მონაგები და ცოლები მათი და ყოველი ერი მათი.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა მოვიდა და მოიწია ღელესა მას სავჱსსა, გამოეგებვოდა მას მეფჱ იგი გომორელთაჲ, რაჟამს მოქცეულ იყო და მოვიდოდა იგი შემდგომად მოწყუედისა მის მეფეთაჲსა, შეემთხჳა ველსა მას შარავანდედთასა,
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მელქიზედეკ, მეფემან სალემისამან, გამოაგება მას პური და ღჳნოჲ. და იყო იგი მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ.
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აკურთხა მელქიზედეკ აბრაჰამი და თქუა: კურთხეულ იყავნ აბრაჰამი ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყავნ ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. და მოიღო აბრაჰამ და მისცა მელქიზედეკს ათეული ყოვლისა მისგან ნატყუენავისაჲ.
Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მეფემან სოდომელთამან აბრაჰამს: კაცები ეგე ხოლო ნატყუენავისაჲ მაგის მე მომეც, და ყოველი ეგე რემაკ ჴდალთაჲ და ფასი და ნაყოფი, რომელ დაჰყარე, ეგე ყოველი შენდა იყავნ.
Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა აბრაჰამ მეფესა მას სოდომელთასა: აღვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა მაღლისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაჲ.
Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარმედ მკედისა ნაწყუედითგან მიჴამლისტარადმდე არა მოვიღო ყოვლისავე ამისგანი, რომელი-ეგე მე შენ წინა მიყავ, რაჲთა არა სთქუა ხვალის ადრე, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაჰამი;

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. P: 20R   გარნა ესე ხოლო, რომელ-რაჲ ჭამეს სპარაზენთა ამათ, და ნაწილი ნადთაჲ ამათ ჩემთაჲ: ავნანისი და ესქურისი და მამბრჱსი. ამათ ხოლო მიიღონ ნაწილი შენგან და განუტევნე იგინი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.