და გამოვიდა აბრაჰამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ.
აბრაჰამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვარითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.
და მოვიდა, ვინაჲცა წარსრულ იყო უდაბნოჲთ, სადა-იგი იყო კარავი მისი პირველად შორის ბეთელსა და შორის ანგეასა,
ადგილსა მას საკურთხეველისასა, სადა-იგი აღეშჱნა მას პირველად. და ხადა მუნ აბრაჰამ სახელსა უფლისა ღმრთისასა. Page of ms. P: 288V
და ლოთ, რომელი გამოვიდა აბრაჰამის თანა, იყო მისიცა ცხოვარი და ზროხაჲ და კარვები.
და ვერ იტევდა ქუეყანაჲ იგი დამკჳდრებად ერთად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ერთბამად.
და იყო ლალვაჲ შორის საცხოართა მათ და მწყემსთა აბრაჰამისთა და ლოთისთაჲ. ხოლო ქანანელნი მას შინა მკჳდრ იყვნეს ქუეყანასა მას.
და ჰრქუა აბრაჰამ ლოთს: ნუ იყოფინ ლალვაჲ შორის შენსა და შორის ჩემსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ.
ანუ არა აჰა ეგერა ყოველი ქუეყანაჲ წინაშე შენსა არს? განმეშორე ჩემგან: ანუ შენ მარცხენით და მე მარჯუენით, ანუ შენ მარჯუენით და მე მარცხენით.
და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა ყოველი სანახები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იგი იყო სარწყავ ვიდრე დაქცევადმდე სოდომისა და გომორისა. და იყო იგი ვითარცა სამოთხჱ ღმრთისაჲ ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ვიდრე მოსლვადმდე სეგორად.
და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სანახები იორდანისაჲ და წარმოვიდა ლოთ აღმოსავალით კერძო და განეშორა კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.
და აბრაჰამ დაემკჳდრა ქუეყანასა მას ქანანისასა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქებსა მას სანახებსა და დაეშჱნა სოდომას შინა.
Page of ms. P: 18R და ჰრქუა უფალმან ღმერთმან აბრაჰამს შემდგომად განყენებისა მის ლოთისა: აღიხილენ თუალნი შენნი ზეცად და იხილე თჳთ მაგიერად გზაჲ, Page of ms. P: 18V რომელსა-ეგე შენ სდგა, ჩრდილოჲთ კერძო და მართლიად მზის აღმოსავალსა და ზღჳთ კერძო.
რამეთუ ყოველი იგი ქუეყანაჲ, რომელსა ხედავ, შენ მიგცე იგი და ნათესავსა შენსა უკუნისამდე.
და ვყო ნათესავი შენი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. უკუეთუ ქჳშაჲ ზღჳსაჲ აღ-ვინმე-რაც ხოს, შენიცა ნათესავი რიცხუსა ქუეშე იყოს.
აწ აღდეგ და მოზომე ქუეყანაჲ ეგე, სიგრძჱ, და სივრცჱ, რამეთუ შენ მოგცე ეგე.
იძრა და წარვიდა აბრაჰამ, მოვიდა და დაეშჱნა მუხასა მას თანა მამბრესა, რომელ-იგი იგი იყო ქებრონს შინა, და მუნ უქმნა საკურთხეველი უფალსა ღმერთსა.