და იყო ყოველი ქუეყანაჲ ერთად და ერთი სიტყუაჲ ყოველთაჲ.
და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავალით პოვეს [ველი] ქუეყანასა მას სინარისასა და დაემკჳდრნეს მუნ.
და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: მოვედით და ვქმნეთ ალიზი და გამოვაცხოთ ცეცხლითა.
მოვედით ვიშჱნოთ ქალაქი თავისა ჩუენისა და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამდე, და ვყოთ თავისა ჩუენისა სახელი ვიდრე განთესვადმდე ჩუენდა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
და გარდამოჴდა ღმერთი ხილვად ქალაქისა მის და გოდლისა, რომელი-იგი იშჱნეს ძეთა კაცთა.
და თქუა უფალმან: აჰა ესერა ნათესავი ესე ერთ არს, და ენაჲ ერთი არს ყოველთაჲ, და ესე იწყეს ყოფად: და აწ არა მოაკლდეს მათ ყოველი, რაჲცა დაიდვან გულსა მათსა საქმჱ.
მოვედით და შევჰრინეთ ენანი ჩუენნი, რაჲთა არა ესმოდის კაცად-კაცადსა ჴმაჲ მოყუსისა თჳსისაჲ.
და მიმოდასთესნა იგინი უფალმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, და დააცადეს შჱნებად ქალაქი იგი და გოდოლი.
ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევა, რამეთუ მუნ შეურინა ენანი ყოვლისა ქუეყანისანი და განაბნინა იგინი უფალმან ყოველსა ქუეყანასა ზედა.
და ესე არიან შობანი სემისნი: სემ იყო ნაშობი ასისა წლისაჲ, რომელსა ჟამსა შვა მან მან არფაქსად, მერვესა წელსა შემდგომდ წყლით-რღუნისა.
ცხონდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა არფაქსად ას ოც და თოთხმეტ წელ, და შვა მან კაჲნან.
და ცხონდა არფაქსად შემდგომად შობისა მის კაინანისა სამას ოცდაათ წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა. ცხონდა კაინან ას და ათ Page of ms. P: 47R წელ, და შვა მან სალა. და ცხონდა კაინან შემდგომად შობისა მის სალაჲსა სამას ოცდაათ წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა სალა ას ოცდაათ წელ და შვა მან ებერ.
და ცხონდა სალა შემდგომად შობისა მის ებერისა სამას ოცდაათ წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა ებერ ას ოც და თოთხმეტ წელ, და შვა მან ფალეგ.
და ცხონდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისა ორას სამეოც და ათ წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა ფალეგ ას ოც წელ და შვა მან რაგავ.
და ცხონდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორას ოცდაათ წელ, და ისხნა მან ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა რაგავ ას და ათორმეტ წელ, და შვა მან სერუქ.
და ცხონდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისა შჳდას წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა სვრუქ ას ოცდაათ წელ და შვა მან ნაქორ.
და ცხონდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისა ორას წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა ნაქორ სამეოც და ცხრა წელ და შვა მან თარა.
და ცხონდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარაჲსა ას ოც და ცხრა წელ, და ისხნა ძეებ და ასულებ და მოკუდა.
ცხონდა თარა სამეოც და ათ წელ და შვნა მან აბრაჰამ და ნაქორ და არან.
... და არან შვა ლოთ.
და მოკუდა არან წინაშე თარაჲსა, მამისა თჳსისა ქუეყანასა მას, რომელსაცა იშვა, სოფელსა მას ქალდეველთასა.
და მოიყვანეს აბრაჰამ და ნაქორ თავისა თჳსისა ცოლნი. სახელი ცოლისა აბრაჰამისი სარა და სახელი ცოლისა ნაქორისი მელქა, ასული არანისი, მამისა სექაჲსი.
და იყო სარა ბერწ და არა შობდა.
გამოიყვანა თარა აბრაჰამ, ძჱ თჳსი, და ლოთ, ძჱ არანისი, ძის წული მისი, და სარა, ძის ცოლი თჳსი, და მოიყვანნა იგინი სოფელსა მას ქალდეველთასა, და მოვიდა ვიდრე ქარანადმდე და დაეშჱნა მუნ.
და იყვნეს დღენი თარაჲსნი ქარანს შინა ორას და ხუთ წელ, და მოკუდა თარა ქარანს შინა.