TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 10
Previous part

Chapter: 10  
თავი 10


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესე შობანი არიან ძეთა ნოვჱსთანი: სემ, ქამ და იაფეთისნი. და ესხნეს მათ ძეებ შემდგომად წყლით-რღუნისა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძენი იაფეთისნი: გამერ და მაგოგ, მადა და იოვიან, ელი და ფობელ, მოსოქ, თერა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ძენი გამერისნი: ასქანეზ და რიფათ და თორგამა.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ძენი იოვიანისნი: ელის და თარსის, კიტელნი და რუდელნი.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამათ განიყვნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა მათსა, თითოეული ენად-ენადი ტომებსა მათსა და ნათესავსა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ხოლო ძენი ქამისნი: იქუს და იმჱს, ტრემფოს და ნანტი. Page of ms. P: 46R  
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ძენი ქუშისნი: საბა და ევლია და საბათა და რეგმა და ბაკათან. და ძენი რეგმაჲსნი: საბან და იუდა და დადან.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ხოლო ქუშ შვა ნებროთ. ესე იყო გმირი პირველ ქუეყანასა ზედა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ესე იყო გმირი მონადირჱ წინაშე უფლისა ღმრთისა. ამისთჳს თქჳან: ვითარცა ნებროთ გმირი.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყო დასაბამი მეფობისა ბაბილოვნისაჲ ორექ და აქარ და ქალანე ქუეყანასა მას სილანისასა.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
მისვე ქუეყანისაგან გამოვიდა ასურ და აღაშჱნა ნინევჱ და რუბუთი ქალაქი [და ქალაქი],
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და დასამე შორის ნინევსა ქალაქსა [და შორის ქალაქსა]. ესე არს ქალაქი დიდი.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მესტრემ შვა ნოდელნი ...
Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და კოთომელნი.
Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ქალან შვა სიდონ პირველად და ქეტელნი.
Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იობოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი და სინელი ...
Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და აოდელი და სამორეველი და ამათელი. და მისა შემდგოად განეთესნეს ესე ტომნი ქანანელთა.
Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს საზღვარნი ქანანელთანი სიდონითგან [ვიდრე მოსლვადმდე გერარად და გაზად], ვიდრე მოსლვადმდე სოდომად და გომორად, ადამაჲ და სობოიდი ვიდრე ლასლამდე.
Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ესე ძენი ქამისნი ტომთა შორის მათთა და ენათა სოფელსა შორის მათსა და ნათესავსა მათსა.
Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და სემის ესხნეს მათსაცა, მამასა ყოველთა ძეთა ებერისთა, ძმასა უხუცჱსსა იაფეთისსა.
Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ძენი მისნი ელამ და ასურ და არფაქსად და ლუდ და არამ და კანა.
Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ძენი არამისნი: ოს და ოლ, გოთერ და მოსუქ.
Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არფაქსად შვა კაინა, ხოლო კაინა შვა სალა, და სალა შვა ებერ.
Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ებერს ესხნეს ორ ძე; სახელი ერთისაჲ მის ფალეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანაჲ; სახელი ძმისა მისისაჲ იეკტან.
Verse: 26   Link to mcat Link to sept   
იეკტანს ესუა ელმოდად და სალფა და ასორმოთ და ერაქ.
Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ოდარა და იეზრელ, დაკელა,
Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და გებალ და აბილმელ და საბელ.
Verse: 29   Link to mcat Link to sept   
... ყოველნი ძენი იეკტანისნი.
Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და იყო დამკჳდრებაჲ მათი მასჱთს ვიდრე მოსლვამდე Page of ms. P: 46V   სოფერად მზის აღმოსავალით.
Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ესე არიან ძენი სემისნი ტომთა მათ შორის ენად-ენადი მათი სოფლებსა.
Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ესე არს ტომი ძეთა ნოვჱსთაჲ მსგავსად შობისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ტომად-ტომადისანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით-რღუნისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.