და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოვეს: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობანსა მას, რამეთუ შენ ხოლო გიხილე მართლ წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შორის.
ხოლო საცხოვართაგანი წმიდათაჲ შეიყვანო შენ თანა შჳდი - მამალი და დედალი - და პირუტყუთაგანი არა-წმიდათაჲ ორი - მამალი და დედალი.
... გამოზრდად თესლი ქუეყანასა ზედა.1
მერმეღა სხუა შჳდ დღე და მოვჰჴადო წყლით-რღუნაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე; და აღვჴოცო ყოველი აღმდგომი ქუეყანით.
და ყო ნოვე ეგრე, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან.
ხოლო ნოვე იყო ექუსას წლის და წყლით-რღუნაჲ იგი იყო ქუეყანასა ზედა.
და შევიდა ნოვე კიდობანსა მას, ძენი მისნი და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა წყლით-რღუნისა მისთჳს.
და მფრინველთაგანი და საცხოვართაგანი არა-წმიდათაჲ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისათა.2
ორ-ორი შევიდა კიდობანსა მას - მამალი და დედალი, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან ნოვეს.
და იყო, შემდგომად შჳდისა დღისა და წყლით-რღუნაჲ იგი იყო ქუეყანასა ზედა.
მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოვჱსსა მეორესა თთუესა ოცდაათსა მის თთჳსასა, ამას დღესა გამოეცნეს წყალნი უფსკრულთანი და გარდამოსაქანელნი ცისანი განეხუნეს,
და იყო წჳმაჲ იგი ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.
ამას დღესა შინა შევიდა ნოვე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოვჱსნი, და ცოლი ნოვჱსი და ცოლნი Page of ms. P: 164R ძეთა მისთანი მის თანა კიდობანსა მას შინა.
და ყოველი მჴეცი თესლად-თესლადი და ყოველი საცხოვარი თესლად-თესლადი შევიდა ნოვჱს თანა, და ყოველი იძრვისი ქუეყანისაჲ და ყოველი მფრინველი თესლად-თესლადი.
შევიდა კიდობანსა მას, ორი ყოვლისაგან ჴორციელისა, რომელსა თანა იყო სული ცხოველი.
და ყოველი იგი შევიდა, მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორციელისა შევიდა, ვითარცა უბრძანა უფალმან ნოვეს. და დაჰჴშა უფალმან ღმერთმან გარეშე კიდობანი იგი.
და იყო წყლით-რღუნაჲ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდეს წყალნი იგი, და აღიღო კიდობანი იგი და აღმაღლდა ქუეყანით.
და დაიპყრა ყოველი და განმრავლდა ფრიად ქუეყანასა ზედა, და მიმოეტაცა კიდობანი იგი წყალთა ზედა.
ხოლო დაიპყრეს ქუეყანაჲ წყალთა მათ ფრიად და დაფარნა მთანი მაღალნი,
რომელნი იყვნეს ცასა ქუეშე, ათხუთმეტ წყრთა აღემატა წყალი იგი და დაფარნა მთანი.
და მოწყდა ყოველი ჴორციელი იძრვისი ქუეყანასა ზედა, მფრინველთაჲ და პირუტყუთაჲ და მჴეცთაჲ და ყოველთა იძვრისთაჲ ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი,
და ყოველი, რომელსა აქუნდა სული ცხოველი, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოწყდა.
და აღიჴოცა ყოველი აღმდგომი, რომელი იყო პირსა ზედა ქუეყანისასა, კაცითგან მიპირუტყუადმდე, და ქუეწარმავალი და მფრინველი ცისაჲ აღიჴოცნეს ქუეყანით. და დაშთა მარტოჲ ნოვე და მისთანანი იგი კიდობანსა მას შინა.
და აღმაღლდა წყალი იგი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.