TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. II
Part No. 14
Previous part

Chapter: II  
Page of ed.: 42  
Paragraph: 6 
Line of ed.: 12        6. 2. ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ. ესე ნეტარი
Line of ed.: 13     
მამაჲ ჩუენი იოვანე იყო ნათესავით ქართველი, Ms. page: L_7r   მშობელთა და
Line of ed.: 14     
პაპთაჲთგან დიდებული და წარჩინებული და საჩინოჲ
Line of ed.: 15     
მთავართა შორის დავით კურაპალატისათა, მჴნე და ახოვანი
Line of ed.: 16     
განთქუმული წყობათა შინა, მაღალი და შუენიერი ჰასაკითა და
Line of ed.: 17     
აგებულებითა გუამისაჲთა და ბრძენი და გონიერი გონებითა
Line of ed.: 18     
გულისჴმის-ყოფითა, და სავსე შიშითა ღმრთისაჲთა და ყოვლითა-ვე
Line of ed.: 19     
კეთილისა საქმითა, და ფრიად საყუარელი და საკუთარი კეთილად
Line of ed.: 20     
ჴსენებულისა დავით კურაპალატისაჲ.

Line of ed.: 21        
ხოლო ვინაჲთგან ცეცხლი იგი ქრისტჱს-სიყუარულისაჲ
Line of ed.: 22     
გულსა მისსა მძაფრიად აღეტყინა, ყოველი-ვე დიდებაჲ ამის
Line of ed.: 23     
სოფლისაჲ შეურაცხ-ყო და ნაგევად შეჰრაცხა და მონაგებნი და
Line of ed.: 24     
სიმდიდრე და განსუენებაჲ, მეუღლე და შვილნი თჳსნი და ნათესავნი
Line of ed.: 25     
და, რაოდენი-ცა რაჲ არს ამის სოფლისაჲ, სრულიად მოიძულა
Line of ed.: 26     
და უგულებელს-ყო და მერმე კუალად თავი-ცა თჳსი, სიტყჳსაებრ
Line of ed.: 27     
უფლისა, Ms. page: L_7v   და აღიღო ჯუარი მჴართა თჳსთა ზედა
Page of ed.: 43   Line of ed.: 1     
ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და იჯმნა ყოველთაგან
Line of ed.: 2     
მხოლოჲ ლავრასა დიდებულსა ოთხთა ეკლესიათასა შევიდა.
Line of ed.: 3     
რომელნი-იგი მას შინა ბრწყინვიდეს სათნოებითა მათ
Line of ed.: 4     
ჟამთა, - მამაჲ მოსე და მამაჲ გელასი, - ამათ გამოუცხადა თავი
Line of ed.: 5     
თჳსი და მათგან ფარულად კურთხევაჲ მონაზონებისაჲ მიიღო და
Line of ed.: 6     
ჟამ რაოდენ-მე ღუაწლითა ძლიერითა მორჩილებასა მისცა თავი
Line of ed.: 7     
თჳსი და ყოველნი იგი მუნ მყოფნი მოღუაწენი განაკჳრვნა.

Line of ed.: 8        
ხოლო ვინაჲთგან იწყო განცხადებად საქმემან მისმან, ნეტართა
Line of ed.: 9     
მათ მამათა ლოცვაჲ მიიღო და საბერძნეთისა ქუეყანად მიჰმართა,
Line of ed.: 10     
რამეთუ ევლტოდა დიდებასა კაცთასა. და ესრეთ მთასა
Line of ed.: 11     
ულუმბოჲსასა მიიწია და მონასტერსა ერთსა შინა ჟამთა არა-მცირედთა
Line of ed.: 12     
Ms. page: L_8r   ჯორთა მსახურებისა ღუაწლი ახოვნად თავს-იდვა
Line of ed.: 13     
სხუანი უნდონი მსახურებანი და შეურაცხნი სიმდაბლით აღასრულნა.

Paragraph: 7 
Line of ed.: 14        
ხოლო ვინაჲთგან მათ ჟამთა შინა ბერძენთა მეფემან ზემონი
Line of ed.: 15     
ქუეყანანი დავით კურაპალატსა მისცნა და აზნაურთა შვილნი
Line of ed.: 16     
მძევლად ითხოვნა მისგან, ცოლის-ძმათა მამისა იოვანესთა
Line of ed.: 17     
მისი ეფთჳმე სხუათა თანა უფლის-წულთა მძევლად მოჰგუარეს
Line of ed.: 18     
მეფესა. ესე რაჲ ცნა იოვანე, უნდა თუ არა, უნებლიეთ
Line of ed.: 19     
თავი თჳსი გამოაცხადა და სამეუფოდ ქალაქად აღვიდა. და ვინაჲთგან
Line of ed.: 20     
მეფენი მეცნიერ იყვნეს აბუჰარბისა, რომელი იყო სიმამრი
Line of ed.: 21     
მამისა იოვანესი, და იოვანესდა-ცა ფრიადი სიყუარული
Line of ed.: 22     
აჩუენეს მის ზედა და კეთილად მოიკითხეს.

Line of ed.: 23        
და ამისა შემდგომად განგრძობილად სიტყჳს-გებაჲ იქმნა
Line of ed.: 24     
შორის იოვანესსა და Ms. page: L_8v   სიმამრისა მისისა ეფთჳმესთჳს, რამეთუ
Line of ed.: 25     
არა ენება მოცემაჲ მისი. და ფრიად აბრალა მას იოვანე, ვითარმედ:
Line of ed.: 26     
"რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილ არა გესხნეს-ა თქუენ? გარნა
Line of ed.: 27     
ესე ცხად არს, რომელ მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა
Page of ed.: 44   Line of ed.: 1     
შვილთა, და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა
Line of ed.: 2     
უფალმან შეგინდვენ თქუენ!" და ესრეთ განგებითა საღმრთოჲთა
Line of ed.: 3     
და ბჭობითა მეფეთაჲთა თჳსი შვილი მიიყვანა და კუალად
Line of ed.: 4     
ულუმბადვე უკუნ-იქცა.

Line of ed.: 5        
ხოლო შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა, ვინაჲთგან განითქუა
Line of ed.: 6     
სახელი მისი, და პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი, შეუძნდა
Line of ed.: 7     
საქმე ესე, და ამის პირისათჳს კუალად უცხოებასა-ვე მიჰმართა.
Line of ed.: 8     
რამეთუ აღიღო ძე თჳსი და რავდენნი-მე მოწაფენი და მთა-წმიდას
Line of ed.: 9     
მოვიდა, ლავრასა დიდისა ათანასესსა. და მუნ შეეწყნარა.
Line of ed.: 10     
აქუნდა თავი თჳსი ფარულად, და ყოველთა-ვე საქმეთა
Line of ed.: 11     
მორჩილებისათა სიმდაბლით Ms. page: L_9r   და უდრტჳნველად იქმოდა,
Line of ed.: 12     
დაყო მზარვულობასა შინა ორი წელი გინა უმეტეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.