უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე,
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; მილხინე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
Manuscript page: 5v
მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობითა შენითა,
რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, უფალო, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აგიაროს. შენ.
დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე.
Manuscript page: 6r
განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, რამეთუ ესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისაჲ;
ისმინა უფალმან ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ. უფალმან თაყუანისცემაჲ ჩემი შეიწირა.
ჰრცხუენოდენ13 და შეძრწუნდენ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცენ, ჰრცხუენოდენ ფრიად და მსთუად.