სიტყუათა ჩემთაჲ ისმინე, უფალო, და გულისჴმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი8.
მომხედენ ჴმასა ლოცვისა9 ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რამეთუ შენდამი ვილოცავ, უფალო.
განთიად შეგესემინ ჴმისა ჩემისაჲ, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ.
Manuscript page: 4r
არცა დადგენ უშჯულონი წინაშე თუალთა შენთა; მოიძულენ10 შენ ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი.
წარსწყმიდენ შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლჱ და მზაკუვარი სძაგს უფალსა.
ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თავყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთათჳს წარჰმართე11 შენ წინაშე გზაჲ ჩემი,
რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო, სამარე ზეღებულ არს ჴორჴი მათი, Manuscript page: 4v
საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნენ იგინი ზრახვათა მათთაგან; დიდძალითა უღმრთოებისა მათისაჲთა განიშორენ შენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს უფალი.
იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გესვენ შენ უკუნისამდე, იხარებდენ შენდა და შენ დაემკჳდრო მათ შორის. Manuscript page: 5r
რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, და ვითარცა ჭურითა სათნოვებისაჲთა, გჳრგჳნოსან მყვენ ჩუენ.