ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა მილხინე, მიწყალე მე და შეგესემინ ლოცვისა ჩემისა.
ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოებაჲ და ეძიებთ სიცრუესა?
გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; Manuscript page: 3v
გულისწყრომასა თქუენსა ნუ სცოდავთ. რაჲ თქუან გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეჲნანეთ.
შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისაჲ და ესევდით უფალსა.
მრავალთა თქჳან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი? გამოგჳჩნდა ჩუენ ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო.
მოეც სიხარული გულთა ჩუენთა ნაყოფისაგან, იფქლითა, ღჳნითა, ზეთითა მათითა განამრავლენ7 შენ იგინი.
მშჳდობით მას ზედა დავწევ, დავიძინე, რამეთუ შენ, უფალმან მხოლომან, სასოებით დამამკჳდრე მე.