უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ჰყავ ესე, არს თუ უშჯულოებაჲ14 ჴელთა ჩემთა,
ანუ თუ მისა დავაგე მე ბოროტი, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, ბ̂, Manuscript page: 7რ ნუუკუე გან-სადა-ვარდე მეცა მტერთა ჩემთა მიერ ცუდი;
დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს, დათრგუნოს ქუეყანასა ზედა ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა დაამკჳდროს.
აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა ამაღლდი მოსრულებად ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა, განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ შენ,
და კრე\ბული Manuscript page: 6v
უფალმან განსაჯოს ერი. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა შენითა და უბიწოებითა შენითა ჩემდამო.
აღესრულენ ძჳრი ცოდვილთა ზედა და შენ წარუმართე მართალსა, უფალო, რომელი განიკითხავ გულსა და თირკუმელთა ღმერთი მართალი.
ჭეშმარიტ არს შეწევნაჲ ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
Manuscript page: 8r
არა თუ მოიქცეს, მახჳლი მისი ლესულ არს; მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი და ისარნი მისნი შემწუველად ქმნნა.
აჰა ესერა არა ძლებულ იქმნა სიცრუვით, მუცლად-იღო სალ\მობაჲ Manuscript page: 8v
ჴნარცუ თხარა, აღმოჰკუეთა და შთავარდა იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.
მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.
აღუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.