TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 38
Previous part

Chapter: 38 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დასდევ საცოჲ პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
დავყრუვდი, დავმდაბლდი, დავდუმენ მე კეთილთაგან და სალმობანი ჩემნი განმიახლდეს.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
განჴურდა გული ჩემი მუცელსა ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდა ცეცხლი.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვიტყოდე ენითა ჩემითა და ვთქუ: მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხჳი დღეთა ჩემთაჲ რავდენ-მე არს, რაჲთა უწყოდი, და რაჲღა მაკლს მე.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და სიმტკიცე ძალისა ჩემისაჲ ვითარცა არარაჲ არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ცუდ არს ყოველი კაცი ჴორციელი.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
ხოლო ცუდად ხატად ვალს კაცი; ამაოდ შურებინ, იუნჯენ და არა უწყინ, ვინ შეიკრიბოს იგი.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
აწ ვინ-მე არს თმენაჲ ჩემი, არა თუ შენ, უფალი? რამეთუ ძალი სიმტკიცისა ჩემისაჲ შენ ხარ.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველთა ურჩულოებათა ჩემთაგან მიჴსენ მე საყუედრელად უგუნურთა მიმეც მე.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
დავყრუვდი და არა ავაღე პირი ჩემი რამეთუ შენ ჰყავ.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი ჩემნი, რამეთუ ძალით[ა] ჴელისა შენისაჲთა მე მომაკლდა;

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
და მხილებისათჳს უსჯულოებისა განსწავლე კაცი, დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი, რამეთუ ცუდ არს კაცი.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
შეგესემინ ვედრებისა ჩემისაჲ, უფალო, და ლოცვისა ჩემისაჲ ყურად-იღე. ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
მილხინე მე, რაჲთა განვისუენო ვიდრე მოსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.