TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 35
Previous part

Chapter: 35 
Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   თქჳს უშჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა;

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ზაკუვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უშჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
სიტყუანი პირისა მისისანი უშჯულოება და ზაკუვა არიან, არა უნდა მას გულისხმის-ყოფად კეთილისა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
უშჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა გზასა უკეთურსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
უფალო, ზეცას არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღრუბლადმდე;

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
სიმართლენი შენნი ვითარცა მთანი, ღმერთო, და განკითხვანი შენნი ვითარცა უფსკრულნი მრავალნი. კაცსა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო, ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაითრვნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისაჲთა, მდინარე საშუებლისა შენისაჲ ასუა მათ.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, სიმართლე შენი წრფელთა გულითა.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანისაჲ და ჴელი ცოდვილისაჲ ნუ შემძრავნ მე.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
მუნ დაეცნენ ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი, განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგრომად.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.