საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწე ჩემდა;
აიღე მახჳლი შენი მდევართა ჩემთათჳს და დააყენენ იგინი; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა, მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
იქმნენ იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირენ მათ;
იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საძურომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.
რამეთუ ცუდად დამირწყეს მე საბრჴე , განრყუნისა მათისაჲ და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან; სანადიროჲ რომელ დაარწყუეს, შეიპყრას ფერჴი მათი და საბრჴესავე მათსა ზედა შეითხინენ.
ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ-მე გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, გლახაკი, დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი სიცრუვისანი და რაჲ არა უწყოდე, მკითხვიდეს მე;
მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს.
ხოლო რაჟამს იგინი მაჭირებდეს მე, შევიმოსე ძაძაჲ, დავიმდაბლე მარხვითა სული ჩემი, და ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცა.
ვითარცა ძმაჲ და მეგობარი, ეგრეთ სათნო-ვ[ე]ყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრეთ დავმდაბლდი.
ჩემ ზედა იხარეს, შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ, განიბნ[ი]ნოს და არა ინანეს.
განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე, დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
და ვჴმობდ: უფალო, ოდეს მომხედო მე? განაშორე სული ჩემი ძჳრის საქმისაგან მათისა და ლომთაგან მხოლოდ შობილებაჲ ჩემი.
აღგიარო შენ, უფალო, ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალთასა გაქებდე შენ,
რაჲთა არა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა, რომელთა მომიძულეს მე ცუდად; თუალ-ჰყოფდეს თუალითა მათითა.
ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და იგინივე რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს, ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
იხილე, უფალო, ნუ დასდუმდები, უფალო, ნუცა განმეშორები ჩემგან.
განიღჳძე და მოვხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, შჯასა ჩემსა.
მისაჯე მე სიმართლითა შენითა, უფალო ღმერთო ჩემო, რაჲთა არა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა.
ნუ იტყჳან გულსა მათსა, ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქით იგი.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ ყოველთა, რომელთა უხაროდა ბოროტი ჩემი; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემაჲ მათ, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი. თქუედ ყოველსა ჟამსა, დიდ არს ღმერთი, რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისაჲ.
ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა, მარადღე ქებასა შენსა.