იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა ჰშუენის ქებაჲ.
აღუვარებდით უფალსა კურთხევითა, ქებითა ათძალითა მით საფსალმუნისაჲთა უგალობდით მას.
აქებდით უფალსა ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას კურთხევითა.
რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
უყუარს წყალობაჲ და სამართალი უფალსა, წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა -- ყოველი ძალი მათი.
შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა, დასხამს საუნჯეთა უფსკრულთასა.
გეშინოდენ უფლისა ყოველსა ქუეყანასა და მისგან შეძრწუნდით ყოველნი დამკუიდრებულნი სოფლისანი.
რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს.
უფალმან განაქარვის ზრახვაჲ წარმართთაჲ, შეურაცხ-ყვის უფალმან ზრახვაჲ ერისაჲ და შეურაცხ-ყვნის უფალმან ზრახვანი იგი მთავართანი.
ხოლო ზრახვაჲ უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისჴმაჲ გულისა მისისაჲ - თესლითი თესლამდე.
ნეტარ არს იგი ნათესავი, რომლისა უოალი ღმერთი შემწე არს მისა, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსა.
ზეცით მოხედნა უფალმან ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა.
განმზადებულით სამკჳდრებელიო თჳსით მოხედნა უფალმან ყოველთა დამკჳდრებულთა სოფლისათა,
რომელმან დაჰბადნა მხოლომან გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ყვნა ყოველნი ზრახვანი მათნი.
არა განერეს მეფე მრავლითა ერითა თჳსითა, არცა გმირი დიდითა ძალითა თჳსითა.
წყუვინ ცხენი განრინებად, დიდითა ძალითა თჳსითა ვერ განარინოს მჴედარი.
თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა, რომელნი ესვენ წყალობათა მისთა,
ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩემდა;
რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩემი და სახელსა წმიდასა მისსა ესვიდეს.
იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.