ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი.
ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ, და არცა არს სულსა მისსა ზაკვაჲ.
რამეთუ დავდუმენ მე და განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე.
რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
ცოდვაჲ ჩემი გაუწყო შენ და უშჯულოებაჲ ჩემი არა დავფარო შენგან; ჰთქუ: უთხრა ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე ყოველი უშჯულოებაჲ ცოდვისა ჩემისაჲ.
ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწირვისასა, ხოლო რღუნაჲ წყალთა მრავალთაჲ მას არა მიეხოს.
შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგს მე; სახარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა მოუცავ მე.
გონიერ და გულისხმიერ გყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი შენ; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
ნუ იყოფვით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმის-ყოფაჲ; ჭიმითა და აღჳრითა ქცევად ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნენ.
მრავალ გუემა არიან ცოდვილთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარე-მოადგს მათ.
იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, იშუებდით და მისგან იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.