შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავნ მე ღმერთი მფარველ, სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებეიი ჩემი შენ ხარ, სახელისა შენისათჳს, უფალო, მიძეღუ მე და გამომზარდე მე.
და გამომიყვანე მე საბრჴისა მისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო.
და ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვეს შიში ამაოებისა[ჲ] ცუდად; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
გიგალობდე და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა, რამეთუ მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;
არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; განმირისხდა მე გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებასა ჩემსა და წელიწადთა ჩემთა სულთქუმითა; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ყოველნი ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
უფროჲს ყოველთა მტერთა ჩემთასა ვიქმენ მე საყუედრელ მოძმეთა ჩემთაგან ფრიად, შიში მეცნიერთა ჩემთა[ჲლ; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.
დამივიწყეს მე, ვითარცა მკუდარი, გულითა და ვიქმენ მე, ვითარცა ჭურჭელი წყმენდული.
რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთაჲ, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს.
არამედ მე შენ, უფალო, გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
და ჴელთა შინა შენთა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთაჲსა და მდევართა ჩემთაჲსა.
გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
უფალო, ნნ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.
უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
რამეთუ მრავალ ჰყავ შენ წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა; ჰყავ შენ აღთქუმაჲ, მოსავთა შენთა წინაშე ძეთა კაცთასა.
განამტკიცენ შენ იგინი საფარველითა პირისა შენისაჲთა აღძრვისაგან კაცთაჲსა; დაფარენ შენ იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რამეთუ საკჳრველ ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარა პირისაგან თუალთა შენთაჲსა? ამისთჳს შეგესმეს ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, რაჟამს ვღაღადებდე მე შენდამი.
შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა.
მჴნე და მტკიცე იყვნენ გულნი თქუენნი, რომელნი ესავთ უფალსა.