აღამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერსა ჩემსა ჩემ ზედა.
უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და მიწყალე მე;
უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
რამეთუ რისხვაჲ არს გულის წყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრი იყოს ტირილი და ცისკარსა სიხარული.
მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
უფალო, ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარე-მიიქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ და ღმრთისა ჩემისა მიმართ, ვილოცე.
რაჲ-მე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელად? მიწამან ნუ აგიაროს შენ, უფალო, ანუ უთხრას ჭეშმარიტებაჲ შენი?
ესმა ჩემი უფალსა, შემეწია მე და უფალი იყო მწე ჩემდა.
მოაქცია გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა, განმძარცუა მე ძაძაჲ და შემმოსა მე სიხარული,
რაჲთა გიგალობდე შენ, დიდებაო ჩემო, და მე არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აგიარო შენ.