შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა; შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა.
შესწირევდით უფლისა დიდებად სახელსა წმიდასა მისსა. თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა.
ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაჲ ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა ძლიერებით და დიდად შუენიერებით.
ჴმამან უფლისამან შემუსრნის ნაძუნი, შემუსრნის უფაიმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
დაამწულილნეს იგინი, ვითარცა ახალნერგნი ლიბანისანი; და რომელი საყუარელ არს, ვითარცა შვილი მარტორქისაჲ.
ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაჲ.
ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოჲ იგი კადისაჲ.
ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი, განაცხადნის მაღნარნი; ტაძარსა მისსა, და თქუას ყოველმან ერმან დიდებაჲ მისი.
უფალმან წყალი რღუნისაჲ დაამშუიდის, დააწყნარის; დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.