შენდამი, უფალო, ჴმა-ვყავ; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუცა დაიდუმო ჩემი და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
ისმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემი საჲ, რაჟამს ვილოცვიდე მე შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძარსა წმიდასა შენსა.
ნუ შემრაცხებ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა უშჯულოებისათა ნუსადა წარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა თჳსისა, ხოლო უკეთურებაჲ არნ გულსა მათსა;
მიაგე მათ საქმითა მათითა და უკეთურებითა სლვისა მათისაჲთა მიაგე მათ; საქმითა ჴელთა მათთაჲთა მიაგე მისაგებელი მათი მათვე.
რამეთუ არა გულისსმა-ყვნეს მათ საქმენი ღმრთისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიხედეს, დაამჴუენ იგინი, რაჲთა არა აგვშჱნნენ.
კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა უფალმან ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ.
უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შემეწია მე, მხიარულ იყვნენ ჴორცნი ჩემნი, და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.
უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს იგი ცხორებად ცხებულისა თჳსისა.
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. დაამწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.