უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; მე ვისგან მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; მე ვისგან შევძრწუნდე?
მოხებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭამად ჴორცთა ჩემთა, მაჭირებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ერი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ.
ერთ ვითხოე უფლისაგან და ამასცა ვილოცავ: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და ფლობილებაჲ ტაძრისა მისისაჲ.
რამეთუ დამფარა მე კარავსა მისსა დღესა ბოროტსა, შემივედრა მე საფარველსა კარვისა მისისა, კლდესა ზედა ამამაღლა მე.
აწ ესერა ამაღლდა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარე-მოვადგე კარავსა მისსა, შევწირო მსხუერპლი ქებისაჲ, ვაკურთხევდე და უგალობდე უფალსა.
ლსმინე, უფალო, ჴმაჲ ლოცვისა ჩემისაჲ, რომლითა ღაღად-ვყ[ავ] შენდამი, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
შენ გრქუა გულმან ჩემმან, ვეძიებ პირსა შენსა, უფალო.
ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზათა შენთა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათჳს.
ნუ მიმცემ მე ჴელთა მაჭირებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი სიცრუვისანი და ტყუოდეს უშჯულოებითა მათითა.
მრწმენა მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოველთასა.
დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ გული ჩემი და განძლიერდინ, დაუთმენ უფალსა.