მისაჯე მე, უფალო, რამეთუ მე უბიწოებითა ჩემითა ვიდოდე; უფალსა ვესავ, რაჲთა არა მოუძლურდე.
განმცადე მე, უფალო, და განმიკითხე, გამოცადე გული ჩემი და თირკუმელნი ჩემნი.
რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს მარადის და სათნო-ვეყო მე ჭეშმარიტებასა შენსა.
არა დავჯდე მე საჯდომელსა ამაოთასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.
მოვიძულო მე კრებული უკეთურთაჲ და უღმრთოთა თანა მე არა დავდგე.
დავიბანენ სიწმიდითა ჴელნი ჩემნი და გარე-მოვადგე საკუთხეველსა შენსა, უფალო;
სმენად ჴმაჲ ქებისა შენისაჲ, უფალო, მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.
უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა[ჲ].
ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა.
რომელთანი ჴელნი მათნი უშჯულოებასა შინა არიან მარადის და მარჯუენაჲ მათი სავსე არს ქრთამითა.
ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა ვიდოდი; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.
ფერჴნი ჩემნი დადგეს სიწრფელესა, ეკლესიასა შინა გაკურთხევდე შენ, უფალო.