უფლისაჲ არს ქუეყანაჲ, სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველი დამკჳდრებული მას ზედა.
რამეთუ მან თავადმან ზღუასა ზედა დააფუძნნა იგინი და მდინარეთა ზედა განმზადნა იგინი.
ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აღიღო ამაოებად სული თჳსი, არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თჳსსა.
ამან მოიღო კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვარისა თჳსისა.
ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
განახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ.
ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაჲ? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა.-
აღიხუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, აღიხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ.
ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაჲ? უფალი ძალთაჲ თავადი არს მეუფე დიდებისაჲ.