უფალმან მმწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს .
ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკუიდროს მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა მუნ გამომზარდოს მე.
მოაქციე სული ჩემი ჩემდა და მიძღოდე მე გზათა სიმართლისა შენისათა სახელისა შენისათჳს, უფალო.
ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან მათგან ნუგეშინის-მცეს მე.
განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ საშურებელად მაჭირებელთა ჩემთა; ჰსცხე ზეთი თავსა ჩემსა და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
წყალობაჲ შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, დამკჳდრებად ჩუენდა სახლსა უფლისასა განსაგრძობელად დღეთა.