ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედე მე; რად დამაგდებ მე? განმიშორე ცხორებისა ჩემისაგან სიტყუათათჳს ბრალისა ჩემისათა.
ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი; არა ისმინე ჩემი ღამე და არა იღუაწე ჩემთჳს.
ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაჲ.
შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი.
შენდამი ღაღადებდეს, ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
ყოველთა, რომელთა მიხილეს მე, მომიძაგეს მე, იტყოდეს ბაგითა და ყრიდეს თავსა.
ესვიდა უფალსა, იჴსნა იგი, აცხოვნა იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის მუცლით ჩემითგან;
შენდა შევარდი მე საშოჲთგან, დედის მუცლით ჩემისაჲთ ღმერთი ჩემი ხარი შენ და ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე.
და არავინ არს მწე ჩემდა.
გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა მართებულთა მომიცვეს მე;
აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყუირალმან.
ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცუილი დაგნობილი შუვა მუცელსა ჩემსა;
განჴმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი, ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისად შთამჴადეს მე.
გარე-მომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან მომიცვეს მე; განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი.
და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე, განმიცადეს მე,
განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან, უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედე;
იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთაჲსა მხოლოდ-შობილებაჲ ჩემი;
მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი.
უთხრობდე სახელსა შენსა ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა მრავალსა გიგალობდე შენ.
მოშიშნი უფლისანი აქებდით უფალსა და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; გეშინოდენ უფლისა ყოველსა ნათესავსა ისრაელისასა.
რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვაჲ გლახაკისაჲ, არცა გარე-მიიქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აგიარო შენ, აღთქუმაჲ ჩემი აღვასრულო წინაშე მოშიშთა მისთა.
ჭამონ დავრდომილთა, განძღენ, და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხოვნდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, თაყუანის-სცენ მას ყოველთა ტომთა თესლებისათა;
რამეთუ უფლისაჲ არს სუფევაჲ და იგი ეუფლების ყოველთა ზედა წარმართთა,
ჭამონ და თაყუანის-სცენ მას ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა, მის წინაშე შეცუიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; ხოლო სული ჩემი მის მიერ ცხოვნდეს.
და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალი ნათესავსა მომავალსა.
და უთხრობდენ სიმართლეთა მისთა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.