უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფჱ და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
გულის-თქუმა გულისა შენისა მიგიცემიეს მისდა და ნებაჲ ბაგეთა მისთაჲ არა დააყენე მისგან.
რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისა შენისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.
ცხორებაჲ გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაჲ დღეთა[ჲ] უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;
რამეთუ მიეც მას კურთხევაჲ უკუნისამდე და ახარე მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა იგი არა იძრას.
იპოოს ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
დაჰსხნე იგინი ვითარცა საჴუმილისა ცეცხლი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდოს და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვაჲ, რომელ ვერ დაამტკიცეს.
რამეთუ ჰყვენ შენ იგინი დევნულ და ნეშტთა შენთათჳს განმზადნეს პირნი მათნი.
აღმაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვჰმადლობდე ძლიერებასა შენსა.