შეისმინენ შენი უფალმან დღეს[ა] ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ;
მოიჴსენენ უფალმან ყოველი მსხუერპლი შენი და აღნათქუემი შენი მან სათნო-იყავნ.
მოგეცინ უფალმან გულისა შენისაჲ და ყოველი ზრახვაჲ შენი მან აღგისრულენ.
ვიხარებდეა, ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ჩუენ განვდიდნეთ. აღგისრულენ უფალმან ყოველივე თხოვაჲ შენი.
აწ გულისხმა-ყავთ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინა მისი ზეცით წმიდით მისით, რამეთუ ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისაჲ.
იგინი ეტლებითა და ჰუნეებითა, ხოლო ჩუენ სახელსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა ვხადოდით.
იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდი შენ.