ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და დაბადებულსა ქმნულსა ჴელთა მისთასა სამყაროჲ.
დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა,
არა არიან თქუმულ, არცა სიტყუა ყოველთა, რომელთაჲ-იგი არა ისმის ჴმაჲ მათი.
ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.
მზესა აღუდგა კარავი თჳსი; თავადი იგი ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოჲთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
ცის კიდითგან არს გამოსავალი მისი და მიწევნაჲ მისი ვიდრე კიდედ მისდამდე; არა არს ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ყვნიან ყრმანი.
სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებანი უფლისანი მბრწყინვალე არიან და განანათლებენ თუალთა.
შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და მართალ ერთბამად.
გული[ს]-სათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, უტკბილეს არიან იგინი უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა.
რამეთუ მონამანცა მისმან იცვას ესე, ხოლო დაცვასა მისსა მოსაგებელ მრავალ.
შეცოდებანი თჳსნი ვინ-მე გულისხმა-ყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე
და უცხოთა შეცოდებათაგან იცევ მონაჲ შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმდე მე ცოდვისაგან დიდისა.
იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.