TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 445
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1     მომიგო და მრქუა მე: დასაბამი კაცისათჳს, ხოლო აღსასრული ჩემთჳს, რამეთუ ვითარცა პირველად ვიდრე შესაქმედმდე მიწისა ქუეყანისაჲსა; და ვიდრე დამტკიცებადმდე გამოსავალთა ამის სოფლისათა; და ვიდრე გამოსავალადმდე სასწორისა ქართაჲსა;

Verse: 2     
და ვიდრე ოხრადმდე ქუხილისა; და ვიდრე გამობრწყინებადმდე ვარსკულავთა; და ვიდრე დამყარებადმდე საფუძველისა სამოთხისაჲ;

Verse: 3     
და ვიდრე აღმოცენებადმდე შუენიერებაჲ ყუავილთაჲ; Page of ms. J: 202r  და ვიდრე განძლიერებადმდე სიმტკიცჱ ძალთაჲ; და ვიდრე განრჩევადმდე ურიცხუთა მათ ერთა ანგელოზთასა;

Verse: 4     
და ვიდრე აღმაღლებადმდე სიმაღლესა აერთასა; და ვიდრე სახელის-დებადმდე საზომისა სამყაროჲსა; და ვიდრე დადებადმდე საფუძველი სიონისაჲ;

Verse: 5     
და ვიდრე გამოძიებადმდე წელიწადთა ამის სოფლისათა; და ვიდრე შესაქმედმდე ცოდვილთა გზანი; და ვიდრე აღბეჭდვადმდე საფასეთა მათ, რომელნი დაუნჯებულ არიან მორწმუნეთათჳს.

Verse: 6     
მაშინვე ვიზრახე და გულს-მომიჴდა მე ხოლო ჩემთჳს და არა სხჳსათჳს.

Verse: 7     
მიუგე და ვარქუ: და რაჲ სასწაული იყოს მათ ჟამთა, ანუ რაბამ იყოს მოახლებაჲ აღს/ასრულისაჲ, Page of ms. O: 487v   ანუ ვითარ იყოს დასაბამი მეორისა მის სოფლისაჲ?

Verse: 8     
და მრქუა მე: ადამისითგან ვიდრე აბრაჰამისამდე, რამეთუ მისგან იშვა იაკობი და ესავი ...

Verse: 9     
... დასაბამი მომავალისა სოფლისაჲ -- იაკობი

Verse: 10     
რამეთუ დასასრული კაცისაჲ ბრჭალი არს და დასაბამი კაცისაჲ არს ჴელი; და შორის ბრჭალსა და ჴელსა ნუ რას ეძიებ, ეზრა!

Verse: 11     
მიუგე და ვარქუ: უფალო ღმერთო, უკუეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა,

Verse: 12     
მაუწყე აღსასრულისა მის სასწაული, რომელ პირველსა Page of ms. J: 202v  მას ღამესა ცხადად მაუწყე მე.

Verse: 13     
მომიგო და მრქუა მე: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა და გესმეს ჴმაჲ, სავსჱ სრულებითა.

Verse: 14     
და იყოს უკუე ძრვით იძრას ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა,

Verse: 15     
და სიტყუასა მას ოდენ შენსა ნუ დაეცემი, რამეთუ აღსასრულისათჳს არს სიტყუაჲ იგი, და საფუძველმან ქუეყანისამან გულისხმა-ყოს.

Verse: 16     
რამეთუ მისთჳს არს თქუმული იგი, ძრწოდის და იძრას და ცნას, რამეთუ გარდაცვალებად არს აღსასრულსა.

Verse: 17     
რამეთუ იყო ვითარცა მესმა ოდენ, აღვდეგ ფერჴთა ჩემთა ზედა და ესერა მესმა ჴმაჲ სიტყჳსაჲ და ოხრაჲ წყალთა მრავალთაჲ.

Verse: 18     
და მრქუა მე: აჰა ესერა დღენი მოვლენან, და იყოს ოდეს მეგულებოდის მოახლებაჲ და მოხილვაჲ მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა,

Verse: 19     
და ოდეს მიგებად მეგულებოდის ვნებულთა ვნებაჲ მავნებელთა მათთაჲ და ოდეს დაესრულოს გლახაკებაჲ სიონისაჲ,

Verse: 20     
და ოდეს მომავალი იგი სოფელი Page of ms. O: 488r   აღიბეჭდოს, ესე სასწაული ვყო: წიგნნი განემარტნენ წინაშე პირსა სამყაროჲსასა და ყოველთა ერთბამად იხილონ;

Verse: 21     
და წელიწადისა ყრმანი იტყოდიან ჴმათა მათთა და მიდგომელთა Page of ms. J: 203r  უსრულნი ყრმანი შვნენ: სამ თთჳსანი და ოთხ თთჳსანი, და ცხოვნდენ და ვლდებოდიან;

Verse: 22     
და ყანანი იპოვნენ მეყსეულად დათესულ და აღორძინებულ, და სავსენი საუნჯენი დაცუდნენ;

Verse: 23     
და საყჳრსა დაეცეს დიდითა ჴმითა, და ყოველთა რომელთა ესმეს, დაეცნენ.

Verse: 24     
და იყოს მათ ჟამთა შინა მეგობარნი იბრძოდიან ურთიერთას, ვითარცა მტერნი, და დასულბეს ქუეყანაჲ მკჳდრითურთ თჳსით, და გამოსავალნი წყალთანი დაიყვნენ და არა დიოდიან ვიდრე სამად ჟამად ოდენ.

Verse: 25     
და იყოს ყოველი რომელი ამისა უკუანა დაშთეს, რომელი პირველ სთქუ შენ, იგი ცხონდეს და იხილოს მაცხოვარებაჲ ჩემი და აღსასრული სოფლისა ამის ჩემისაჲ.

Verse: 26     
და მაშინ იხილნენ ზეცად აღმავალნი კაცნი, რომელთა სიკუდილი არა იხილონ შობით მათითგან, და იცვალოს გული მკჳდრთა ქუეყანისათა, და გარდაიქცეს გული გონებად სხუად.

Verse: 27     
რამეთუ მოისპოს ბოროტი და დაშრტეს ზაკუვაჲ,

Verse: 28     
და ყუაოდის სარწმუნოებაჲ და იძლიოს ჴრწნილებაჲ, და გამოჩნდეს ჭეშმარიტებაჲ, რომელ-იგი უნაყოფო იყო აქამომდე.

Verse: 29     
და იყო ვითარ მეტყოდა ოდენ ამას, იწყო ძრვად ქუეყანამან, რომელსა ზედა ვდეგ.

Verse: 30     
და მრქუა მე: ამისა Page of ms. O: 488v   მოვედ თხრობად შენდა, რომელ-იგი წარჴდა ღამჱ.

Verse: 31     
უკუეთუ მერმეცა ილოცვიდე, Page of ms. J: 203v  და იმარხო შჳდ დღჱ, გითხრა მერმეცა უფროჲს ამისა.

Verse: 32     
რამეთუ სმენით ისმა ჴმაჲ შენი წინაშე მაღლისა; და რამეთუ იხილა ძლიერმან სიწრფოებაჲ შენი, რომელ გაქუს სიყრმით შენითგან,

Verse: 33     
და მისთჳს მომავლინა მე უწყებად შენდა ამის ყოვლისათჳს და მრქუა მე: განძლიერდი და ნუ გეშინინ,

Verse: 34     
და ნუ იწრაფი პირველთა მათ ჟამთათჳს გულისხმის-ყოფად ბოროტისა, რაჲთა არა შესძრწუნდე უკუანაჲსკნელთა მათ ჟამთა.

Verse: 35     
და იყო შემდგომად ამისა ვტიროდე ეგრევე, ვითარცა პირველად და ვიმარხევდ შჳდ დღჱ, რაჲთა აღვასრულნე, ვითარცა პირველად მიბრძანა მე შჳდთაჲ მათ.

Verse: 36     
და იყო მას ღამესა გული ჩემი კუალად შეძრწუნდა ჩემ თანა, და ვიწყე სიტყუად წინაშე მაღლისა,

Verse: 37     
რამეთუ დაიწუებოდა სული ჩემი ფრიად და გული ჩემი დასულბებოდა,

Verse: 38     
და ვთქუ: უფალო ღმერთო, სიტყჳთ იტყოდე დაბადებითგან წინაჲთ პირველსა მას დღესა, და სთქუ: "იყავნ ცაჲ და ქუეყანაჲ", და სიტყუამან შენმან საქმენი განაგნა.

Verse: 39     
რამეთუ სული მაშინ ფრინვიდა, და ბნელი იქცეოდა მდუმრიად: და ჴმაჲ კაცისაჲ არღა სმენილ იყო.

Verse: 40     
მაშინ სთქუ შენთა საუნჯეთაგან გამოვლინებაჲ ნათლისაჲ, რაჲთა განანათლნეს ქმნულნი შენნი.

Verse: 41     
და მეორესა დღესა მერმე დაჰაბდე სული სამყაროთაჲ და უბრძანე მას განწვალებაჲ შორის წყალთა, რაჲთა რომელნიმე წყალნი Page of ms. O: 489r   ზე დადგენ და რომელნიმე ქუეშე დაშთენ.

Verse: 42     
Page of ms. J: 204r  და მესამესა დღესა უბრძანე წყალთა შეკრებად მეშჳდესა ნაწილსა ქუეყანისასა, ხოლო ექუსი ნაწილი ჴმელად დასდევ წინაშე შენსა სამსახურებელად და სათესველად და სამკალად.

Verse: 43     
რამეთუ სიტყუაჲ შენი გამო-ოდენ-ვიდოდა; და მეყსეულად საქმჱ შენი იქმნა:

Verse: 44     
და განემზადა და აღმოსცენდა სიმრავლჱ ნაყოფთაჲ ურიცხჳ, და გემოჲს-სახილველნი ჭამადნი პირად-პირადნი, და ფერი ყუავილთაჲ უმსგავსებელი, ხჱ შუენიერი და ურიცხჳ, სული სულნელებათაჲ გამოუძიებელი -- ესე ყოველი დღესა მესამესა შეჰქმენ.

Verse: 45     
ხოლო მეოთხესა დღესა ჰბრძანე მზისა გამობრწყინებაჲ და მთოვარისა ნათობაჲ და ვარსკულავთა ცვალებაჲ.

Verse: 46     
და უბრძანე მათ მსახურებად, რომელ გეზრახა შესაქმედ, კაცისა.

Verse: 47     
ხოლო მეხუთესა დღესა უბრძანე მეშჳდესა მას ნაწილსა, სადა იყვნეს წყალნი, რომელსა ჰრქჳან ნაგებ, გამოცენებად საცხოვართა. მფრინველთა და თევზთა.

Verse: 48     
და იქმნა წყალი იგი, უსულოჲ და უტყჳ, სულიერის გამომღებელ, რაჲთა ამის გამო ნათესავნი საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ.

Verse: 49     
და მაშინ დაიმარხნენ მათ დაბადებულთაგან ორნი საცხოვარნი: სახელი უწოდე ერთსა მას ბემოთ, და სახელი უწოდე მეორესა მას ველთარა.

Verse: 50     
და განაშორენ იგინი ურთიერთას, რამეთუ ვერ უძლო მეშჳდემან ნაწ/ილმან, Page of ms. O: 489v   ნაგებმან, სადა დგეს წყალნი, დატევნად Page of ms. J: 204v  mata.

Verse: 51     
და მიეც ბემოთსა ერთი ნაწილი ჴმელისაგანი, და მესამესა დღესა რაჲთამცა დაემკჳდრა მას ზედა, რომელსა არიან ოთხნი მთანი.

Verse: 52     
ხოლო ველთარას მიეც მეშჳდჱ ნაწილი ზღჳსაჲ და დაჰმარხენ იგინი, რაჲთა მისცნე იგინი საჭმლად, რომელთათჳსცა გინდეს.

Verse: 53     
ხოლო მეექუსესა დღესა უბრძანე ქუეყანასა გამოცემად შენ წინაშე პირუტყუთაჲ, მჴეცთაჲ და მფრინველთაჲ.

Verse: 54     
და დაადგინე მათ ზედა ადამი მთავრად, ყოველთა მათ ზედა, რომელ პირველ დაჰბადენ ქმნულნი. და მისგან შემდგომად ჩუენ დაბადებულ ვართ, ერი, რომელ გამოირჩიე.

Verse: 55     
ესე ვიკადრე წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ სთქუ, ვითარმედ თქუენთჳს შევქმენ სოფელი ესე.

Verse: 56     
ხოლო სხუანი ნათესავნი, ადამისით შობილნი, არად შერაცხილ არიან, არამედ ვითარცა ხოლო ნერწყუვაჲ პირისაჲ შეირაცხნეს და ვითარცა ნაწუეთი კასრისაჲ, სიმდიდრჱ იგი მათი.

Verse: 57     
და აწ აჰა ესერა, უფალო, ნათესავი შეურაცხი მძლავრობს ჩუენ ზედა და მთავრობს და დამთრგუნავს.

Verse: 58     
ხოლო ჩუენ, ერი შენი, რომელსა უწოდე პირმშო და მხოლოდშობილ, საზეპურო და საყუარელ, და აწ მიცემულ ვართ ჴელთა მათთა.

Verse: 59     
უკუეთუ ჩუენთჳს შეჰქმენ სოფელი ესე, რად არა დაგჳმკჳდრებიეს სოფელი ჩუენ? ანუ ვიდრე ოდენ?

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.