TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 444
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1     ხოლო სასწაულისა მისთჳს: ესერა მოვლენან დღენი და შეიპყრნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ზარმან დიდმან; და მაშინ დაეფაროს ნაწილი ჭეშმარიტებისაჲ, და ბერწ იყოს ადგილი სარწმუნოებისაჲ

Verse: 2     
განმრავლდეს სიცრუე და იყოს უდაბნო ოჴერ, რომელთა-ესე აწ ჰხედავ სამეუფოთა Page of ms. J: 198v  სოფელთა,

Verse: 3     
და იხილონ ქუეყანად უდაბნოდ.

Verse: 4     
უკუეთუ მოგცეს შენ მაღალმან ცხორებაჲ, იხილო შემდგომად სამისა დღისა ამბოხებაჲ, და მეყსეულად გამობრწყინდეს მზჱ ღამესა და მთოვარჱ -- დღესა.

Verse: 5     
და ძელისაგან სისხლი გამოსწუთეს, და ქვამან გამოსცეს ჴმაჲ თჳსი, და ერნი იძრვოდიან -- და აერნი იცვალნენ.

Verse: 6     
და სუფევდეს, რომლისაჲ-იგი არა ჰრწმენა,

Verse: 7     
და ყოველთა ჴმაჲ მისი ისმინონ.

Verse: 8     
და განსთქდენ ადგილნი მრავალნი, და ცეცხლი ზედაჲს-ზედა მოივლინოს მათ ზედა. და მჴეცნი ველისანი განეშოვრნენ ქუეყანით მათით, და სასწაულნი დედათაგან იქმნებოდიან.

Verse: 9     
და ტკბილნი წყალნი ბიცად გარდაიქცენ და მეგობარნი ურთიერთას იბრძოდიან; და დაეფაროს მაშინ მათგან სიბრძნჱ, და მეცნიერებაჲ განეშოროს საუნჯედ თჳსა.

Verse: 10     
და ეძიებდენ მრავალთა თანა და ვერ პოვონ, და განმრავლდეს ცოდვაჲ და Page of ms. O: 485r   უკეთურებაჲ ქუეყანასა ზედა.

Verse: 11     
და ჰკითხვიდეს სოფელი სოფელსა და მახლობელი მახლობელსა და ჰრქუას: "ნუმცა იმიერ წარჴდა სიმართლჱ ანუ განმამართლებელი"? ხოლო მან უვარ-ყოს და ჰრქუას: "არა უწყი".

Verse: 12     
და იყოს მას ჟამსა ესვიდენ კაცნი პოვნად და ვერ შეემთხჳნენ, იქორწინნენ Page of ms. J: 199r  და არა სათნო-იყონ სახლთა შინა მათთა და არა წარემართოს შრომაჲ მათი.

Verse: 13     
ესე სასწაული მეფლო თხრობად შენდა და თუ ილოცვიდე და სტიროდი მერმეცა, ვითარ-ეგე აწ, და თუ იმარხო შჳდ დღჱღა, გესმეს უფროჲსი სასწაული.

Verse: 14     
და ვითარცა განვიღჳძე, ჴორცნი ჩემნი ძრწოლეს ფრიად და სული ჩემი მოაკლდებოდა შრომითა.

Verse: 15     
და შემახო მე ანგელოზმან მან, რომელიცა მოვიდა ჩემდა, და მეტყოდა მე, და განმაძლიერა მე და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა.

Verse: 16     
და იყო მეორესა მას ღამესა მოვიდა ჩემდა ფალტიელ, წინამძღუარი ერისაჲ, და მრქუა მე: სადა იყავ, ანუ რად მწუხარე არს პირი შენი?

Verse: 17     
არა უწყია, რამეთუ რწმუნებულ ხარ ისრაელსა ზედა ქუეყანასა მას მწირობისასა?

Verse: 18     
აღდეგ აწ, პირ-იჴსენ და ჭამე რაჲ ჭამადი, რაჲთა არა დამთხინე ჩუენ, ვითარცა მწყემსმან სამწყსონი ჴელთა შინა მგლისა უკეთურისათა.

Verse: 19     
მიუგე და ვარქუ: წარვედ და ვიდრე შჳდად დღედმდე ნუ მოხუალ. და მერმეღა მოვედ ჩემდა, რაჲთა გაუწყო შენ სიტყუაჲ. და წარვიდა ჩემგან.

Verse: 20     
Page of ms. O: 485v   ხოლო მე ვიმარხევდ შჳდ დღჱ, ეგოდებდ და ვტიროდე, ვითარცა მამცნო მე ურიელ ანგელოზმან.

Verse: 21     
და იყო შჳდთა მათ დღეთა შემდგომად მოვიდეს გულის-სიტყუანი გულისა ჩემისანი და გულს-მიგდებდეს მე ფრიად.

Verse: 22     
Page of ms. J: 199v  და შთაიცუა გულმან ჩემმან სული მეცნიერებისაჲ, და ვიწყე სიტყუად მერმეცა წინაშე მაღლისა,

Verse: 23     
და ვთქუ: უფალო ღმერთო, ყოველთაგან მაღნართა ქუეყანისათა და ხეთა მისთაგან გამოირჩიე შენდად ვენაჴი,

Verse: 24     
და ყოველთაგან ადგილთა სოფლისათა გამოირჩიე შენდად იატაკი ერთი; და ყოველთაგან ყუავილთა -- შროშანი;

Verse: 25     
და ყოველთაგან უფსკრულთა ქუეყანისათა და ზღუათა განადიდე შენდად ერთი მდინარჱ -- იორდანე; და ყოველთაგან შჱნებულთა ქალაქთა წმიდა ჰყავ შენდად სიონი;

Verse: 26     
და ყოველთაგან დაბადებულთა მფრინველთა ცისათა სახელ-სდევ შენდად ტრედსა ერთსა; და ყოველთაგან დაბადებულთა შენთა საცხოვართა სათნო იყავ შენდად ერთი ცხოვარი;

Verse: 27     
და ყოველთაგან შექმნულთა შენთა ერთა საზეპურო ჰყავ ერი ერთი ისრაელი; და ყოველთაგან გამოცდილთა ნათესავთა შჯული მოჰმადლე ერსა, რომელცა შეიყუარე.

Verse: 28     
და აწ, უფალო, რად მიგიცემიეს ერთი იგი წინაშე მრავალთა? რამეთუ აგინე ერთი იგი ძირი უფროჲს ყოველთა ძირთა და განაბნიე მხოლოდ-შობილი შენი ყოველთა თანა.

Verse: 29     
და დასთრგუნენ მაცილობელნი შჯულისა შენისანი და მორწმუნეთა შჯუ/ლისა Page of ms. O: 486r   შენისათა. ...

Verse: 30     
უკუეთუ სიძულილით მოიძულე ერი შენი, შენთა ჴელთა შინა ჯერ-არს სწავლაჲ.

Verse: 31     
და იყო ოდეს ვიტყოდე ოდენ ამათ სიტყუათა, მოივლინა მერმე იგივე ანგელოზი, Page of ms. J: 200r  რომელი მოვიდა ჩემდა პირველსა მას ღამესა,

Verse: 32     
და მრქუა მე: ისმინე ჩემი და გითხრა შენ, მერჩდი მე და შეგძინო შენ სიტყუაჲ.

Verse: 33     
და ვარქუ: იტყოდე, უფალო! მომიგო და მრქუა მე, ვითარმედ: დაგიკჳრდების ისრაელისათჳს, ანუ შენ-მე უფროჲს შეგიყუარებიეს იგი, უფროჲს დამბადებელისა თჳსისა?

Verse: 34     
და ვთქუ: არა, უფალო, არამედ მელმის მისთჳს და ვიტყჳ, რამეთუ: თირკუმელნი ჩემნი განმიკითხვენ მე ყოველსა ჟამსა და მნებავს წარწევნად გზათა მაღლისათა და გამოძიებად საშჯელისა მისისა.

Verse: 35     
მომიგო და მრქუა მე: ვერ უძლო. და ვარქუ: რად ვერ უძლო, უფალო? უკუე რაჲსაღა შევიქმენ, ანუ რად-მე არა საშოჲ იგი დედისა ჩემისაჲ მექმნა მე სამარჱ, რაჲთამცა არა ვიხილე შრომაჲ იაკობისი და ჭირი ნათესავისა ისრაელისაჲ?

Verse: 36     
და მრქუა მე: აღმირაცხენ მე ჟამნი, რომელ არღა მოსრულ არიან, და შეკრიბენ განბნეულნი ცჳმისა წუეთნი, და განაახლე ფერი დამჭნარისა ყუავილისაჲ,

Verse: 37     
და განმიხუენ მე დაჴსულნი ბჭენი საუნჯეთანი, და წარმომიდგინენ მე მიერ შეყენებულნი სულნი, და მიჩუენე მე Page of ms. O: 486v   პირი, Page of ms. J: 200v  romel arġa gixilavs, anu mičuene me peri qmisay, da mašinġa gauc̣q̇o šen šromisa mistws, romelsaca ǯers-mičineb txrobad šenda.

Verse: 38     
და ვთქუ: უფალო, ვინ შემძლებელ არს მაგისა ხილვად, გარნა თუ რომლისაჲ მკჳდრობაჲ კაცთა თანა არა არს?

Verse: 39     
ხოლო მე უგუნურ და გლახაკ ვარ, ვითარ-მე უძლო თხრობად მაგისა, რომელსა-ეგე მკითხავ მე?

Verse: 40     
და მრქუა მე: ვითარცა მაგის თქუმულისაგანი ერთიცა ვერ უძლე ყოფად, ეგრეცა საშჯელისა ჩემისა ვერ უძლო ყოფად და წარწევნად, ვერცა სიყუარულსა მას აღსასრულისასა. რომელ დამიმარხავს ერისა ჩემისათჳს.

Verse: 41     
მიუგე და ვარქუ: ჰე, უფალო, იგი დაგიმარხავს სრულთათჳს. ხოლო რაჲ ყონ მათ; რომელნი-იგი ჩუენსა წინა წარჴდეს, ანუ ჩუენ, ანუ შემდგომთა ჩუენთა?

Verse: 42     
და მრქუა მე: გჳრგჳნსა ვამსგავსო საშჯელი ჩემი; არცა უკუანაჲსკნელ მცხუედთათჳს ხოლო და არცა პირველ მსთუათათჳს ხოლო.

Verse: 43     
მიუგე და ვარქუ: უფალო, ვერ მემცა უძლეა ყოფილთაჲ მათ, რომელ არიან და რომელ ყოფად არიან; ერთბამად წრაფით საშჯელი Page of ms. J: 201r  შენი ჩუენებად?

Verse: 44     
მომიგო და მრქუა მე: ვერმცა იმსთო საშჯელმან უფროჲს დამბადებელისა, ვერცამცა იტჳრთა ამან სოფელმან მას ზედა დაბადებული დაბადებად ერთბამად.

Verse: 45     
Page of ms. O: 487r   მიუგე და ვარქუ: სთქუ რაჲმე მონისა შენისა თანა, ვითარმედ აღდგომით აღადგინო შენ მიერ დაბადებული ბუნითგან ერთად, უკუეთუ ცხოვრებით აცხოვნო ერთბამად, დაუთმოს დაბადებულმან, აწცამცა შეუძლო დათმენად, რომელ-ესე არიან ერთბამად.

Verse: 46     
მომიგო და მრქუა მე: ჰკითხე საშოსა დედაკაცისასა და არქუ: "უკუეთუ ათი შობად არს შენდა, რად ჟამითი-ჟამად შობ"? ჰლოცევდ მას, რაჲთა ათივე იგი ერთად შვეს.

Verse: 47     
-- არამედ ვერ უძლოს ეგრე, არა თუ ჟამითი-ჟამად შვეს.

Verse: 48     
-- რამეთუ ქუეყანაჲ, ვითარცა საშოჲ, მიმიცემიეს, რომელნი გამოვლენ მისგან.

Verse: 49     
რამეთუ ვითარცა ყრმაჲ, რომელ არღარა იშვის, ვერ დაბერდის, ეგრეცა მე განმიგიეს ჩემ მიერ დაბადებული სოფელი ესე.

Verse: 50     
მიუგე და ვჰკითხე: უფალო, სადა გზა-მიყავ მე თხრობად, ვიწყო სიტყუად შენ წინაშე: დედაჲ ჩუენი ჭაბუკღა არსა; რომლისაჲ-ეგე სთქუ, ანუ სიბერედ ახს?

Verse: 51     
მომიგო და მრქუა მე: ჰკითხე მშობელსა

Verse: 52     
და არქუ: "რომელ-ეგე Page of ms. J: 201v  გიშობიან აწ, რად არა სწორ არიან პირველთა მათ, არამედ უმცირეს არიან ჰასაკითა"?

Verse: 53     
მოგიგოს მანცა და გრქუას: "სხუა ძალ არს მათი, რომელნი შობილ არიან საჭაბუკესა და სხუა ძალ არს სიბერისაჲ".

Verse: 54     
ეგრეცა შენ გულისხმა-ყავ, რამეთუ უნაკლულევანეს იყოს ძალითა პირველთა უფროჲს აწინდელი,

Verse: 55     
და უნაკლულევანეს იყოს თქუენსა შემდგომი თქუენი, ვითარცა აწინდელი ეგე ცხორებაჲ და სიჭაბუკისაჲ მის სხუაჲ არს.

Verse: 56     
და ვთქუ: გევედრები, უფალო, უკუეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა, რაჲთა მაუწყო მე, მონასა შენსა, ვისთჳს გეგულების საშჯელი შენი?

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.