TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 443
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1     Page of ms. O: 481v   და მომიგო მე ანგელოზმან მან, რომელი მოივლინა ჩემდა, რომელსა სახელი ერქუა ურიელ,

Verse: 2     
და მრქუა მე: დაკჳრვებით დაკჳრვებულ არს გული შენი და გნებავს წარწევნად დიდებასა მაღლისასა.

Verse: 3     
და ვარქუ: ჰე, უფალო! მომიგო და მრქუა მე: სამთა გზათათჳს მოვლინებულ ვარ შენდა ჩუენებად Page of ms. J: 195v  და სამთა გზათა დადებად წინაშე შენსა.

Verse: 4     
ვითარ რაჲ მათგანი შენ მაუწყო, მეცა გაუწყო შენ გზაჲ, რომლისაჲ გულმან გითქუას ხილვად და გითხრა შენ, რომლისაგან არს გული უკეთური.

Verse: 5     
და ვთქუ: იტყოდე, უფალი ჩემო! და მრქუა მე: მივედ და აღწონე ალი ცეცხლისაჲ სასწორითა ერთითა, ანუ აღწყენ საწყაულითა ქარნი, ანუ მოუწოდე და წარმომიდგინე მე წარსრული ერთი დღჱ.

Verse: 6     
მიუგე და ვარქუ: ვინ არს ნაშობთაგანი, რომელმანმცა უძლო ესე ყოფად, და მკითხავ მაგას?

Verse: 7     
მომიგო და მრქუა მე: უკუეთუმცა გკითხე შენ და ვთქუე: "რავდენ არიან საუნჯენი გულთა შიდა ზღჳსათა? ანუ რავდენ არიან დასაბამითგან გამოსავალნი უფსკრულთანი? ანუ რავდენ არიან ალაგნი ზესკნელს სამყაროთანი? ანუ რაბამ არიან გამოსავალნი ჯოჯოხეთისანი? ანუ ვითარ არიან შესავალნი სასუფეველისანი?

Verse: 8     
მო-მცა-მიგე და მარქუ: "უფსკრულად არა შთასრულ ვარ და ჯოჯოხეთა არა შთამივლიეს და ცად არა Page of ms. O: 482r   აღსრულ ვარ, არცა სამოთხჱ მიხილავს...

Verse: 9     
Page of ms. J: 196r  ხოლო აწ არარაჲ გკითხე შენ პირველად, გარნა ცეცხლისაჲ და ქარისაჲ და დღისა წარსრულისაჲ, რომელი შენ განგივლიეს, და რომლისა თჳნიერ ავერ უძლო ყოფად, და ვერ მომიგე მისთჳს მე.

Verse: 10     
მიუგე და ვარქუ: ვერ უძლო მე მაგისა გულისხმის-ყოფად. და მრქუა მე: შენ თანა რომელ აღმოცენებულ არს, ვერ უძლე ცნობად,

Verse: 11     
და ვითარ-მე უძლოს თავმან შენმან დატევნად გზათა მათ მაღლისათა? მიუწდომელად დაებადნეს გზანი იგი მაღლისანი და ვერ უძლოს განჴრწნადმან გულისხმის-ყოფად უჴრწნადისა გზათა.

Verse: 12     
და ოდეს ესე მესმა, დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ვთქუ: უმჯობჱს იყო ჩუენი არაყოფაჲ ვიდრე ყოფასა ამას და უღმრთოებით ცხორებასა, ვნებასა და ვერგულისხმის-ყოფასა, რაჲსათჳს მევნების.

Verse: 13     
მომიგო და მრქუა მე: მისლვით მივიდეს მაღნარნი იგი ხენი ველისანი, იზრახეს ზრახვაჲ

Verse: 14     
და თქუეს: "მოვედით და მივიდეთ და ვჰბრძოთ ზღუასა. რაჲთა უკუნ-დგეს ჩუენგან, და ვყოთ მუნ ჩუენდად სხუაჲცა მაღნარი".

Verse: 15     
და ეგრეცა ღელვათა ზღჳსათა იზრახეს ზრახვაჲ და თქუეს: "მოვედით და აღვდგეთ მაღნართა ზედა ველისათა და ვჰბრძოთ, Page of ms. J: 196v  რაჲთა იგიცა ადგილადვე ჩუენდა შევიძინოთ".

Verse: 16     
და იყო ზრახვაჲ იგი მაღნარისაჲ ცუდ, რამეთუ მოვიდა Page of ms. O: 482v   ცეცხლი და შეწუნა იგინი;

Verse: 17     
ეგრეცა ზრახვაჲ იგი ღელვათა ზღჳსათაჲ, რამეთუ წინა აღუდგა მათ მქჳშაჲ და დააყენნა იგინი.

Verse: 18     
უკუეთუმცა იყავ შენ მსაჯულ, რომელიმცა ამათგანი განამართლე, ანუ რომელიმცა განაცრუვე?

Verse: 19     
მიუგე და ვარქუ: ორთავე ცუდი ზრახვაჲ იზრახეს, რამეთუ ქუეყანაჲ მიეცა მაღნარისა; და ზღუასა ადგილი მიეცა, რომლითა იტჳრთნეს ღელვანი მისნი.

Verse: 20     
მომიგო და მრქუა მე: კეთილად ჰსაჯე და თავისა შენისა რად ვერ განჰსაჯე?

Verse: 21     
რამეთუ ვითარცა ქუეყანაჲ მაღნარსა მიცემულ არს და ზღუაჲ -- ღელვათა თჳსთა, ეგრეცა მკჳდრთა ქუეყანისათა ქუეყანისაჲ ხოლო უძლონ გულისხმის-ყოფად და ზეცისა მკჳდრთა -- ზეცისაჲ.

Verse: 22     
ხოლო მიუგე და ვარქუ: გევედრები, ღმერთო, რად მე მომეც გონებაჲ ზრახვად მაგისა?

Verse: 23     
რამეთუ არა მინდა კითხვაჲ ზესკნელთა გზათაჲ, არამედ მომავალისაჲ მის ჩუენ ზედა ჭირისაჲ მარადის, რომელ მიცემულ არს ისრაელი წარმართთა, და ერი, რომელ შეიყუარე, მიეც უღმრთოთა ნათესავთა და შჯული მამათა ჩუენთაჲ განქარდა და აღთქუმანი წერილისანი არა ჩანან.

Verse: 24     
და წარვალთ სოფლისა ამისგან; ვითარცა მკალნი, და ცხორებაჲ ჩუენი, ვითარცა კუამლი, Page of ms. J: 197r  და არა ღირს ვართ პოვნად წყალობისა.

Verse: 25     
არამედ რად მეყოს ჩუენ სახელი მისი დიდი, რომელ წოდებულ არს ჩუენ ზედა? ამისთჳს გკითხავ.

Verse: 26     
მომიგო მე და ერქუა: უკუეთუ Page of ms. O: 483r   იყო-ღა, იხილო, და თუ სცხონდე, სრულიად გულისხმა-ჰყო, იწრაფის სოფელი ესე წარსლვად.

Verse: 27     
რამეთუ ვერ უძლებს დატევნად და ტჳრთვად აღნათქუემსა ამას მრავალთასა და რამეთუ დატევებულ არს სალმობითა სოფელი ესე და სავსჱ არს ურვითა

Verse: 28     
რამეთუ დაეთესა უკეთურებაჲ მას ზედა, ხოლო რომლისათჳს-ეგე მკითხე, არღარა მოწევნულ არს მკაჲ მისი.

Verse: 29     
უკუეთუ არა პირველად მოიმკოს და გამოეშოვროს ადგილი იგი, სადა დაეთესა უკეთურებაჲ, ვერ მოიწიოს ადგილი იგი, რომელსა დაეთესა კეთილი.

Verse: 30     
რამეთუ მარცუალი იგი თესლისაჲ მის უკეთურისაჲ დაეთესა გულსა ადამისსა დასაბამითგან, და რაოდენნი იგი ნაყოფნი ყვნა უღმრთოებისანი აქა ოდენ, და რავდენღა ყვნეს ვიდრე მოწევნადმდე კალოჲსა, განწონე თავით შენით!

Verse: 31     
რამეთუ მარცუალმან ერთმან, უკეთურებისა თესლმან, ეგოდენნი ნაყოფნი უკეთურებისანი გამოიხუენა.

Verse: 32     
ხოლო რაჟამს დაეთესნენ თავნი იგი კეთილთა მათ თესლთანი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ, რავდენღა უფროჲს ყოფად არს ნაყოფი კალოჲსაჲ?

Verse: 33     
მიუგე და ვარქუ: ვიდრე ოდენ, უფალო, ანუ ოდეს ყოფად არს ესე? რამეთუ მცირე და უკეთურ არიან წელნი ჩუენნი?

Verse: 34     
მომიგო და მრქუა მე: Page of ms. O: 483v   არა იწრაფი შენ უფროჲს მაღლისა; რამეთუ შენ იწრაფი თავისა შენისათჳს, ხოლო მაღალი -- მრავალთათჳს.

Verse: 35     
ამისთჳს რაჲ ჰკითხეს სულთა მართლისათა საუნჯეთა მათთჳს და თქუეს: "ვიდრე ოდენ აქა ყოფად ვართ, Page of ms. J: 197v  ანუ ოდეს მოიწიოს კალოჲ ნაშრომისა ჩუენისაჲ "?

Verse: 36     
მიუგო მათ ურიელ ანგელოზმან და ჰრქუა: "ოდეს აღესრულოს რიცხჳ იგი მსგავსებისაჲ, რამეთუ სასწორითა აღუწონიეს სოფელი ესე,

Verse: 37     
და საზომითა განუზომიან ჟამნი, და არა დადუმნეს, არცა განიღჳძოს, ვიდრემდე აღესრულოს აღთქუმული იგი ზომთაჲ".

Verse: 38     
მიუგე და ვარქუ: ჰჱ, უფალო, და აწ ესერა ჩუენ ყოველნი სავსე ვართ უღმრთოებითა.

Verse: 39     
და ნუუკუე ჩუენ გამო დაეყენოს მართალთა კალოჲ, ანუ ცოდვათათჳს მკჳდრთა ქუეყანისათა.

Verse: 40     
მიმიგო და მრქუა მე: მივედ და ჰკითხე მუცელქმნულსა, უკუეთუ, ოდეს აღასრულნის ცხრანი იგი თთუენი, უძლის-ღა-მე ვითარ საშომან მისმან დაპყრობად გამოსავალთა მისთა?

Verse: 41     
და ვთქუ: ვერ უძლის, უფალო! და მრქუა მე: ჯოჯოხეთი და საუნჯენი სულთანი საშოსა ემსგავსნეს.

Verse: 42     
რამეთუ ვითარცა იწრაფინ საშოჲ იგი ურვისა მისგან შობადისა, ეგრეცა იწრაფდეს ქუეყანაჲ მოცემად, რომელ-იგი მოვედრებულ Page of ms. O: 484r   არს დასაბამითგან

Verse: 43     
და მაშინ გაუწყო შენ ხილვაჲ, რომელი გულმან გითქუას.

Verse: 44     
მიუგე და ვარქუ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თუალთა შენთა, და თუ ჯერ-გიჩნდეს, შემძლებელ ვარ.

Verse: 45     
მაუწყე მეცა: რომელ წარსრულ არიან ჟამნი, იგი უფროჲს არიანა, ანუ Page of ms. J: 198r  რომელ წარსლვად არიან?

Verse: 46     
-- რამეთუ წარსრული უწყი, ხოლო წარსლვადი არა უწყი.

Verse: 47     
და მრქუა მე: დადეგ მარჯუენით ჩემსა და გაუწყო შენ გამოცხადებაჲ იგავისაჲ.

Verse: 48     
და ესე ვიხილე: საჴუმილი იწუებოდა წინაშე ჩემსა, და იყო ოდეს წარჴდა ალი იგი, ვიხილე და დაშთა მისგან კუამლი.

Verse: 49     
ხოლო შემდგომად მისა წარჴდა წინაშე ჩემსა ღრუბელი, სავსჱ წჳმითა, და მოუტევა წჳმაჲ მძაფრი ფრიად, და ოდეს წარჴდა წჳმაჲ იგი მსხეპრი, და დაშთა მისგანი ცუარი ხოლო.

Verse: 50     
და მრქუა მე: განწონე შენ თჳთ: ვითარცა-იგი უფროჲს არს ცჳმაჲ ცუარისა მაგის და ცეცხლი -- კუამლისა, ეგრეცა უმეტჱს არიან წარსრულნი ჟამნი; და დგანან-ღა ვითარცა კუამლი ეგე და ცუარი.

Verse: 51     
მიუგე ვედრებით და ვარქუ: უფალო. ცხოველღა-მე ყოფად ვარა ვიდრე მუნ დღედმდე, ანუ რაჲ-მე ყოფად არს მათ დღეთა?

Verse: 52     
მომიგო და მრქუა მე: სასწაულისათჳს, რომელ მკითხე მე, თითოეულად გითხრა, Page of ms. O: 484v   ხოლო ცხორებისა შენისათჳს არა მოვლინებულ ვარ უწყებად შენდა; არცაღა თუ უწყი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.