TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 442
Previous part

Book: Esr.IV 
Esra Salatiel

(Ⴑუთიელი)

Versio a: e codicibus O (Ošḳi) et I (Jerusalem)


On the basis of the edition
Ʒveli aġtkmis aṗoḳripebis kartuli versiebi
(X-XVIII ss. xelnac̣erta mixedvit).
Ṭeksṭebi gamosacemad moamzada, c̣inasiṭq̇vaoba da leksiḳoni daurto
C. Kurciḳiʒem.
C̣igni 1,
Tbilisi 1970




Chapter: 1 
Verse: 1    Page of ms. O: 479v  Page of ms. J: 193v  šemdgomad samisa c̣lisa dacemitgan kalakisayt viq̇av babilons me, sutiel, romel ars ezra. dasulebuli videv sarecelsa čemsa zeda, da ze aġmexilnes tualni da gulis-siṭq̇uani momividodes gulsa čemsa,

Verse: 2     
რამეთუ ვიხილე მოოჴრებაჲ სიონისაჲ და შენებაჲ მკჳდრთა ბაბილონისათაჲ.

Verse: 3     
და გულს-მიგდებდა სული ჩემი ფრიად, და ვიწყე სიტყუად მაღლისა მიმართ სიტყჳთა საშინელითა,

Verse: 4     
და ვთქუ: უფალო! დასაბამითგან, ოდეს შეჰქმენ ქუეყანაჲ მხოლომან, და უბრძანე მას,

Verse: 5     
და გამოსცა ადამის გუამი მკუდარი, და იგიცა ქმნ/ული Page of ms. O: 480r   ჴელთა შენთაჲ, და შთაჰბერე მას სული ცხოველი, და ცხოველ იყო წინაშე შენსა;

Verse: 6     
და შეიყვანე იგი სამოთხედ, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან; ვიდრე განგებადმდე ქუეყანისა;

Verse: 7     
და ამცენ მას ჭეშმარიტებაჲ შენი. ხოლო იგი გარდაგიჴდა და მეყსეულად დასდევ მის ზედა სიკუდილი, და ყოველსავე ზედა ნათესავსა მისსა, Page of ms. J: 194r  და გამოჴდეს მისგან თესლები და ტომები, ერნი და ნათესავნი, რომელთაჲ არა არს რიცხჳ.

Verse: 8     
და ვიდოდეს თითოეულად ნათესავნი იგი ნებასა თავისა მათისასა, და უღმრთოებდეს წინაშე შენსა და უვარ-გყვეს შენ, ხოლო შენ არა დააყენენ იგინი.

Verse: 9     
და მერმე ჟამი წყლით-რღუნისაჲ მოავლინე ქუეყანასა ზედა და მკჳდრთა ზედა ქუეყანისათა და წარსწყმიდენ იგინი.

Verse: 10     
და იყო მათ ყოველთა ზედა მოსპოლვაჲ ვითარცა ადამისთჳს სიკუდილი, ეგრეცა მათ ზედა წყლით-რღუნაჲ.

Verse: 11     
და განარინე ერთი მათგანი სახლითურთ მისით და მისგანნი მრავალნი მართალნი.

Verse: 12     
და იყო ოდეს იწყეს განმრავლებად ქუეყანასა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა; და განმრავლდეს ფრიად ნაშობნი და ერნი და თესლები, და იწყეს უღმრთოებად უფროჲს პირველთა მათ.

Verse: 13     
და იყო ოდეს უღმრთოებდეს წინაშე შენსა, და გამოირჩიე ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აბრაჰამ,

Verse: 14     
და შეიყუარე იგი და აუწყე მას Page of ms. O: 480v   ხოლო მარტოსა,

Verse: 15     
და დასდევ მის თანა აღთქუმაჲ საუკუნოჲ, და სთქუ: არა დავაგდო ნათესავი შენი ...

Verse: 17     
და ეგჳპტით გამოიყვანე ნათესავი მისი მთად სინად.

Verse: 18     
და მოსდრიკენ ცანი, და შესძარ ქუეყანაჲ, და შეარყიენ კიდენი ქუეყანისანი; ზარ-ჰჴდა უფსკრულთა და შეაძრწუნე სოფელი.

Verse: 19     
და განჴდა დიდებაჲ შენი ოთხთა ბჭეთა ცისათა ... და ძრვასა, სულსა ნიავ-ქარისასა და მყინვარსა, რაჲთა მოსცე ნათესავსა იაკობისსა შჯული და ტომსა Page of ms. J: 194v  ისრაელისასა -- ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 20     
ხოლო გული უკეთური არავე მოუღე მათგან; რაჲთამცა მოიღო შჯულმან შენმან მათგან ნაყოფი

Verse: 21     
რამეთუ გული უკეთური პირველად შთაეცუა ადამს, იგი იძლია, და მის თანა ყოველნი ნაშობნი მისნი.

Verse: 22     
და დაადგრა უძლურებაჲ იგი მათი და შჯული გულსა ერისასა ძირითურთ უკეთურებისაჲთ; და მიაქცია მათგან კეთილმან და დაადგრა ბოროტი.

Verse: 23     
და წარჴდეს მრავალნი დღენი და აღესრულნეს ჟამნი; და აღადგინე შენდად მონაჲ შენი დავით

Verse: 24     
და სთქუ აღშჱნებაჲ ქალაქისაჲ სახელისა შენისად და შეწირვად მას შინა შესაწირავი შენი.

Verse: 25     
და იყო ოდეს აღესრულნეს მრავალნი წელნი, შეგცოდეს მკჳდრთა მათ ქალაქისათა.

Verse: 26     
არარაჲ უახლჱს ყვეს, არამედ, ვითარცა ადამმან ყო, ეგრეცა ყოველთა ნაშობთა მისთა, რამეთუ მათცა შთაეცუა Page of ms. O: 481r   გული იგივე უკეთურებისაჲ.

Verse: 27     
და მიეც ქალაქი იგი ჴელთა მტერთა შენთასა.

Verse: 28     
და ვთქუ მე მაშინ გულსა შინა ჩემსა: ვინ უწყის, უკეთჱს რასმე იქმან მკჳდრნი იგი ბაბილონისანი და მისთჳს მიეცა მათ ქალაქი სიონი?

Verse: 29     
და იყო ოდეს მოვედ მე ბაბილონდ, ვიხილე უღმრთოებაჲ, რომლისაჲ არა არს რიცხჳ, და შეურაცხის-მყოფელნი მრავალნი იხილნა სულმან ჩემმან ესე სამი წელი არს, და დამიკჳ/რდა Page of ms. J: 195r  გულსა ჩემსა

Verse: 30     
რამეთუ ვითარ თავს-იდებ ცოდვილთასა და ულხენ უღმრთოთა? და წარსწყმიდე ერი შენი და დაიცვენ მტერნი შენნი, და არავის აუწყე, რაჲსათჳს დავარდეს გზანი იგი მათნი.

Verse: 31     
ანუ უმჯობჱს ნუ რაჲ ქმნა ბაბილონმან სიონისა, ანუ სხუამან ნათესავმან? 32 ანუ გიცნა ვინ უფროჲს ისრაელისა? ანუ რომელსა თესლსა ჰრწმენა აღთქუმაჲ შენი, ვითარ იაკობსა?

Verse: 33     
რომლისა სასყიდელი არა გამოჩნდა და არცა ნაშრომმან ნაყოფი გამოიღო, განსლვით განმივლიან წარმართნი და ვიხილენ იგინი განგებულნი, და მათ არა მოუჴსენებიან მცნებანი შენნი. 34 ხოლო აწ აღვწონენ სასწორითა უშჯულოებანი ჩუენნი და უშჯულოებანი სოფლისა მათისანი, და დაჰწონა უღელმან სასწორისა მათისამან. 35 ანუ ოდეს-მე არა შეგცოდეს მკჳდრთა ქუეყანისათა? ანუ რომელმან ტომმან დაიმარხნა მცნებანი შენნი?

Verse: 36     
კაცნი სახელით ჰპოვნე, რომელთა დაიცვნეს მცნებანი შენნი, ხოლო ნათესავი არა ჰპოო.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.