TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 425
Previous part

Chapter: 46  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ამას იტყჳს უფალი ღმერთი; ბჭჱ იგი, რომელი არს ეზოსა მას შინაგანსა, რომელი ჰხედავს მზის-აღმოსავალად; იყოს დაჴშულ ექუსთა მათ დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა მას შაბათთასა განეღოდის, და დღესა თთჳს-თავისასა განეღოდის.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შევიდოდის მთავარი იგი გზასა მას ელამონისასა ბჭისა მის გარეშჱსა, და დადგეს კართა წინაშესა მის ბჭისასა, და შეწირონ მღდელთა ყოვლად-დასაწუველები მისი და ცხოვრებისა მისისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და თაყუანის-სცეს კართა წინაშესა მას მის ეზოჲსასა, და გამოვიდეს მღდელი იგი და ბჭჱ იგი არა დაეჴშას Page of ms. J: B111r  მწუხრადმდე,/ და თაყუანის-სცეს ერმან კართა წინაშესა მას მის ეზოჲსასა შაბათთა და თთჳს-თავთა წინაშე უფლისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ყოვლად-დასაწუველები იგი შეწიროს მთავარმან მან უფლისა დღესა შაბათთასა, ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი ერთი უბიწოჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მანნაჲ, ცხობილი ვერძსა და ტარიგთა მათ თანა შესაწირავი მისაცემელი ჴელისა მისისაჲ, და ზეთისა საწყაული ექუსისა ქსესტისაჲ ცხობილსა მას.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დღეთა მათ თთჳს-თავთასა ზუარაკი უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწოჲ იყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ცხობილი ვერძსა და ცხობილი ზუარაკსა თანა იყოს მანანაად, და ტარიგთა მათ რაოდენცა ძალ-ედვას ჴელსა მისსა, და ზეთისა საწყაული ექუსისა ქსესტისაჲ ცხობილსა მას თანა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შესლვასა მას მთავრისასა, გზით ელამისაჲთ ბჭისა მისგან შევიდეს, და გზისა მისგან მისვე ბჭისა განაიღეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და რაჟამს შევიდოდის ერი იგი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა, რომელი შევიდეს გზისა ჩრდილოჲსასა თაყუანის-ცემად, გამოვიდეს იგი გზისა მის განვე ბჭისაჲსა, და რომელი შევიდეს გზასა მას ბჭისა სამხრისასა, გამოვიდეს გზასა მას ბჭისა ჩრდილოჲსასა. არა უკუნ-იქცეს კუალად ბჭესა მას, ვინაჲცა შევიდა, არამედ მართლ მისსა გამოვიდეს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მთავარი იგი შორის მათსა შესლვასა მას მათსა შევიდეს მათ თანა, და გამოსლვასა მას მათსა გამოვიდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
დღესასწაულთა და კრებათა იყოს მანნააჲ და ცხობილი ზუარაკსა თანა, და ცხობილი ვერძსა მას თანა <და> ათთა მათ ტარიგთა, რაოდენცა ეძლოს ჴელსა მისსა, და ზეთისა ექუსი ქსესტი ცხობილსა მას თანა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ყოს მთავარმან აღსაარებაჲ ყოვლად-დასაწუველი ცხოვრებისაჲ უფლისა, განაღოს Page of ms. J: B111v  თავისა თჳსისა ბჭე იგი, რომელი/ ჰხედავს მზის-აღმოსავალად, და შეწიროს ყოვლად-დასაწუველები მისი და ცხოვრებისა მისისაჲ, ვითარცა იგი ყვის დღესა შაბათთასა, და გამოვიდეს, და დაჰჴსას კარი იგი შემდგომად გამოსლვისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ შეწიროს ყოვლად-დასაწუველად დღითი დღედ უფლისა, განთიად ყოს იგი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მანნააჲ ყოს მას ზედა განთიად მეექუსჱ საწყაულისაჲ, და ზეთი მესამჱ საწყაულისაჲ, ორი ქსესტი შესუარვად სამინდოჲსა მანნაად უფლისა ბრძანებად სამარადისოდ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ჰყვით ტარიგი, და მანააჲ და ზეთი იგი ჰყვით განთიად, და ყოვლად-დასაწუველი მარადის.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; უკუეთუ მთავარმან მან საცემელი სცეს ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან თჳსისა, ესე ძეთა მისთა იყოს, და ეპყრას სამკჳდრებელად მათა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მონათა მისთაგანსა სცეს საცემელი, იყოს იგი მისა ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და კუალად მოსცეს მთავარსავე მას, თჳნიერ სა<მ>კჳდრებელისა მის ძეთა მათთაჲსა მათა იყოს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და არა მოიღოს მთავარმან სამკჳდრებელისა მისგან ერისა, ვითარმცა ჰმძლავრა მათ, არამედ თჳსისაგან ქუეყანისა დაუმკჳდროს ძეთა თჳსთა, რაჲთა არა განიგნიოს ერი ჩემი კაცად-კაცადი სამკჳდრებელისაგან თჳსისა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შემიყვანა მე შესავალსა მას სამხრით კერძოჲსა მის ბჭისასა, და სასხდომელსა მას წმიდათა მღდელთასა, რომელი ჰხედავს ჩრდილოდ, და იყო მუნ ადგილი განშოვრებული.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ესე ადგილი არს, სადა იგი შეგბიან მღდელთა შესაწირავი უმეცრებისათჳს და ცოდვისათჳს, და მუნ შეგბიან მანააჲ ყოვლადვე, რაჲთა არა გამოიღონ ეზოსა მას გარესა, და წმიდა ყონ ერი. Page of ms. J: B112r 

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განმიყვანა მე ეზოსა მას გარეშესა, და გარე-მომიყვა/ნა მე ოთხთავე კიდეთა მის ეზოჲსათა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აჰა ეზმოჲ საკიდური ეზოისაჲ, კიდესა და კიდესა ეზოჲ, ოთხთავე კიდეთა მის ეზოჲსათა, ეზოჲ მცირჱ სიგრძით ორმეოც წყრთა, და სივრცით ოც და ათ წყრთა, საზომი ერთ იყო ოთხთაჲვე.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და სამზარაულოჲ ქმნული ქუეშჱ კერძო სარდომელთა მათ გარემო.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ესე სახლნი არიან სამზარაულონი, სადა იგი შეგბიან მუნ მსახურთა მათ ტაძრისათა საკლველები ერისაჲ.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.