TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 413
Previous part

Chapter: 34  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა მათ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, არა თავთა თჳსთა აძოვებენა მწყემსნი იგი, არა ცხოვართა აძოებენ მწყემსნი იგი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
აჰა ეგერა სძესა შეჰშჭამთ, და მატყლსა შეიმოსთ, და მსუქანსა მას დაჰკლავთ, და ცხოვართა ჩემთა არა აძოვებდით.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უძლური იგი არა განაძლიერეთ, და სნეული იგი არა განასუქეთ, და განტეხილსა მას არა შეუხჳეთ, შეცთომილი იგი არა მოაქციეთ, და წარწყმედული იგი არა მოიძიეთ, და ძლიერი იგი იქმნიეთ შრომით.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი; და იქმნნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი ყოველთა ზედა მთათა და ყოველთა ზედა ბორცუთა მაღალთა, და განიბნინეს პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განიბნინეს და არა ვინ იყოს მეძიებელ, არცა მომაქცეველ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს, მწყემსნო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაჲ უფალი, ამისთჳს რამეთუ იქმნნეს ცხოვარნი ჩემნი წარსატყუენველ და შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, ამისთჳს რამეთუ არა იყვნეს მწყემსნი, და არა გამოიძინეს მწყემსთა მათ ცხოვარნი ჩემნი, და აძოვებდეს მწყემსნი იგი თავთა თჳსთა, და ცხოვართა ჩემთა არა აძოვებდეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს, მწყემსნო,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მწყემსთა ზედა, და გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, Page of ms. J: B95r  და მოგიხუნე იგინი ჴელისაგან თქუენისა, და მოვაქცი/ნე იგინი, რაჲთა არღარა მწყსიდენ ცხოვართა ჩემთა, და არღარა აძოვებდენ მათ მწყემსნი იგი, და განვარინნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არღარა იყვნენ შესაჭმელ მათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, და მოვხედო მათ,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვითარცა იგი ვძიებნ მწყემსი სამწყსოსა თჳსსა დღესა მას ოდეს არნ ღრუბელი და ნისლი შორის ცხოვართა განშოერებულთა; ესრჱთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი, და მოვაქცინე იგინი ყოველთაგან ადგილთა, სადა იგი განბნეულ იყვნეს მუნ დღესა მას ღრუბლისასა და ნისლისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან, და შევკრიბნე იგინი სოფლებისაგან, და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათა, და ვაძოვებდე მათ მთათა ზედა ისრაჱლისათა და ჴევნებსა და ყოველსა სამკჳდრებელსა ქუეყანისასა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
საძოვარსა კეთილსა ვაძოვნე იგინი მთათა ზედა მაღალთა ისრაჱლისათა, და იყვნენ სადგურნი მათნი მუნ. მუნ დაიძინონ და მუნცა განისუენონ საშუებელსა კეთილსა, და საძოვარსა პოხილსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი, და მე განუსუენო მათ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი. ამას იტყჳს ადონაჲ უფალი;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
წარწყმედილი მოვიძიო, და შეცთომილი მოვაქციო, და განტეხილსა შეუხჳო, და მოკლებული განვაძლიერო, და ძლიერი იგი დავიცვე, და ვაძოვნე იგინი სამართალითა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და თქუენ ცხოვართათჳს, ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე ვსაჯო შორის ცხოვრისა და ცხოვრისა, და ვერძისა და ვაცისა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ანუ ვერ კმა არსა თქუენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, და ნეშტსა მას საძოვრისასა ფერჴითა დასთრგუნევდით, და დაწმედილსა მას წყალსა თქუენ Page of ms. J: B95v  ჰსუემდით, და ნეშტსა მას ფერჴითა/ თქუენითა აღამრღუევდით.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ცხოვარნი ჩემნი დანათრგუნავსა თქუენსა ძოვდეს, და აღთქუეფილსა ფერჴითა თქუენითა წყალსა სუმიდეს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე განვიკითხო შორის ცხოვარსა ძლიერსა და შორის ცხოვარსა უძლურსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გუერდითა თქუენითა და მჴრითა თქუენითა აჭენებდით, და რქითა თქუენითა ურქენდით, და ყოველსა უძლურსა აჭირვებდით.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ვიჴსნნე ცხოვარნი ჩემნი, და არღარა იყვნენ მერმე წარსატყუენველ; და ვსაჯო შორის ვერძსა ვერძისა მიმართ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და აღუდგინო მათ მწყემსი, და მწყსიდეს მათ მონაჲ ჩემი დავით, და იყოს მათა მწყემს.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მე უფალი ვიყო მათა ღმრთად, და დავით შორის მათსა მთავრად; მე უფალი ვიტყოდე.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და აღუთქუა დავითს აღთქუმაჲ მშჳდობისაჲ, და განვაქარვო მჴეცი ბოროტი ქუეყანით, და დაემკჳდრნენ რდაბნოთა, და დაიძინონ მაღნართა შინა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და მივსცე მათ გარემო მთისა ჩემისაჲ, და მოგცე თქუენ წჳმაჲ და წჳმაჲ კურთხევისაჲ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი, და ქუეყანამან მოკცეს ძალი თჳსი, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა სასოებითა მშჳდობისაჲთა, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს შევმუსრო მე უღელი მათი, და განვარინნე იგინი ჴელისაგან მათისა, რომელნი დაიმონებდენ მათ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და არღარა იყვნენ წარსატყუენველ წარმართთა, და მჴეცნი ქუეყანისანი არღარა შეშჭამდენ მათ, და დაემკჳდრნენ სასოებით, და არა ვინ იყოს მაშინებელ მათა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისაჲ, და არღარა იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არღარა მოიღონ ყუედრებაჲ წარმართთაგან.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი, და იგინი ერნი ჩემნი, სახლი ისრაჱლისაჲ, თქუა ადონაჲ უფალმან./ Page of ms. J: B96r 

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ცხოვარნი ჩემნი, და ცხოვარნი სამწყსოჲსა ჩემისანი ხართ თქუენ, და მე უფალი ღმერთი თქუენი, იტყჳს უფალი უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.