TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 412
Previous part

Chapter: 33  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ძეთა მიმართ იაკობისთა. და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, ეტყოდე შენ ძეთა ერისა შენისათა, და არქუ მათ; Page of ms. J: B93r  ქუეყანასა რომელსა/ მოვავლინო მახჳლი, და მოიყვანოს ერმან მის ქუეყანისამან კაცი ერთი მათგანი, და დაიდგინონ თავისა თჳსისა მსტურად.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იხილოს მან მახჳლი მომავალი ქუეყანასა მას, და დაჰბეროს ნესტუსა, და აუწყოს ერსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესმეს რომელსა იგი ესმეს ჴმაჲ ნესტჳსაჲ, და არა ეკრძალოს, და მოვიდეს მახჳლი იგი, და ეწიოს მას, სისხლი მისი თავსა ზედა მისსა იყოს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ იგი ნესტჳსაჲ ესმა, და არა ეკრძალა; სისხლი მისი მის ზედა იყოს, და ესე რამეთუ ეკრძალა, სული თჳსი განირინა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მსტუარმან მან რამეთუ იხილა მახჳლი მომავალი, და არა აუწყოს ნესტჳთა, და ერი იგი არა ეკრძალოს. და მოვიდეს მახჳლი იგი, და წარიღოს მათგანი სული, იგი უშჯულოებითა თჳსითა მიეცა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან მის მსტურისა ვიძიო.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, მსტურად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა, და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისაგან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რაჟამს ვჰრქუა მე ცოდვილსა; სიკუდილით მოჰკუდე, და შენ არა უთხრა უშჯულოსა მას, რაჲთამცა მოიქცა იგი უშჯულოებისაგან თჳსისა, უშჯულოჲ იგი უშჯულოებითა თჳსითა მოკუდეს, ხოლო სისხლი მისი ჴელთაგან შენთა ვიძიო.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ უკუეთუ წინაჲსწარუთხრა უღმრთოსა მას გზაჲ მისი, რაჲთამცა მოიქცა იგი გზისა მისგან, და არა მოიქცეს იგი გზისა მისგან ბოროტისა, უშჯულოჲ იგი თჳსითა უშჯულოებითა მოკუდეს, და შენ სული თჳსი განირინო.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, არქუ სახლსა ისრაჱლისასა, ესრეთ იტყოდეთ და სთქუთ; საცთურნი ჩუენნი და უშჯულოებანი ჩუენნი ჩუენ ზედა არიან, და მათ შინა ჩუენ დავდნებით, და ვითარ მე ვცხონდეთ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
არქუ მათ; ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი, არა მნებავს მე სიკუდილი უღმრთოჲსაჲ, არამედ მოქცევაჲ უღმრთოჲსა მის გზისაგან თჳსისა, და ცხოვრებაჲ Page of ms. J: B93v  მისი. მოქცევით მოიქეცით/ გზისაგან თქუენისა, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
არქუ ძეთა ერისა შენისათა სამართლემან მართლისამან ვერ განარინოს იგი, რომელსა დღესა სცთეს, და უშჯულოებამან უღმრთოჲსამან არაჲ ბოროტი უყოს მას, რომელსა დღესა მოიქცეს უშჯულოებისაგან თჳსისა, და მართალი ვერ განერეს დღესა მას ცოდვისა თჳსისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვჰრქუა მე მართალსა მას, ცხორებით სცხონდე, და ესე ესვიდეს სიმართლესა თჳსსა, <და> ქმნეს უშჯულოებაჲ, ყოველნი სიმართლენი მისნი არა მოიჴსენნენ, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნა, მას შინაცა მოკუდეს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და თუ ვჰრქუა მე უშჯულოსა მას ვითარმედ სიკუდილი<თ> მოჰკუდე, და მოიქცეს ცოდვისაგან თჳსისა, და ქმნეს განკითხვაჲ და სიმართლჱ,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ნაჴუთევი თანა-მდებისაჲ მისცეს, და ნატაცები მიაგოს, და ბრძანებათა შინა ცხორებისათა ვიდოდის, რაჲთა არღარა ქმნეს ცოდვაჲ, ცხორებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ყოველნი ცოდვანი მისნი რომელ ცოდა არა მოიჴსენნენ, რამეთუ საშჯელი სიმართლისაჲ ქმნა, მათ შინა ცხოვნდეს,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და თქჳან ძეთა ერისა შენისათა; არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, და იგი გზაჲ ეგრე მათი არა მართალ არს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ გარდააქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა, და ქმნეს უშჯულოებაჲ, მოკუდეს იგი მას შინა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ მოიქცეს ცოდვილი იგი უშჯულოებისაგან თჳსისა, და ქმნეს განკითხვაჲ და სიმართლე, ცხონდეს იგი მათ შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ესე არს რომელ იგი სთქჳთ; არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ; კაცად-კაცადი გზათა-ებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და იყო მეათორმეტესა წელსა და მეათესა თთუესა, ხუთსა მის თჳსასა ტყუეობისა ჩუენისასა, მოვიდა ჩემდა იჱრუსალემით განრინებული, და თქუა; Page of ms. J: B94r  მოიცვეს ქალაქი მტერთა./

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ მწუხრი ვიდრე მოსლვადმდე მისა, და აღედო პირი ჩემი, ვითარცა მოვიდა იგი ჩემდა განთიად; და ა<ღ>-რაჲ-მეღო პირი, არღარა შეიპყრა მერმე.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, რომელნი იგი მკჳდრ არიან მოოჴრებულსა მას ქუეყანასა ისრაჱლისასა იტყჳან, ერთი იყო აბრაჰამ, და დაიპყრა ქუეყანაჲ; და ჩუენ უმრავლჱს ვართ, ჩუენდა მოცემულ არს ქუეყანაჲ დაპყრობად.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ამისთჳს არქუ მათ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი; ცხოველ ვარ მე, უკუეთუ არა მოოჴრებულისანი იგინი მახჳლითა დაეცნენ, და რომელნი იგი პირსა ზედა ველისასა არიან მჴეცთა ველურთა მიეცნენ საჭმლად, და რომელნი მოზღუდვილთა შინა იყვნენ ქალაქთა ქუაბებსა სიკუდილითა მოვსწყჳდნე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და მივსცე ქუეყანაჲ იგი ოჴრად, და წარწყმდეს გინებაჲ იგი ძალისა მისისაჲ, და მოოჴრდენ მთანი ისრაჱლისანი, რამეთუ არა ვინ იყოს მას ზედა მავალი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი. და ვყო ქუეყანაჲ მათი ოჴერ, და მოოჴრდეს ყოველთათჳს საძაგელებათა მათთა, რომელთა იქმოდეს.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, ძენი ერისა შენისანი იტყჳან შენთჳს, ზღუდეთა ზედა და ბჭეთა წინაშე სახლთა მათთასა; და იტყჳს კაცი ძმასა თჳსსა და ჰრქჳს, შევკრბეთ და ვისმინნეთ სიტყუანი იგი გამოსრულნი პირისაგან უფლისა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ შენდა ვითარცა შე-ოდენ-კრბებოდის ერი, და დასხდენ წინაშე შენსა და ისმენდენ სიტყუათა შენთა, და არა ყვნენ იგინი, რამეთუ სიცრუვჱ არს პირსა მათსა, და შეუდგენ სიბილწესა გულნი მათნი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყო შენ მათა ვითარცა ჴმაჲ ებნისა, ჴმა შუენიერისა და აღრთულისაჲ, Page of ms. J: B94v  და ისმენდენ სიტყუათა შენთა, და ყვნენ არა იგინი./

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და ოდეს მოვიდეს, თქჳან, აჰა ესერა მოიწია, და ცნან რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შორის მათსა.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.