TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 414
Previous part

Chapter: 35  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ედუმელთა ზედა. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთასა მას სეირსა, და წინაწარმეტყუელებდ მას ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არქუ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე შენ ზედა, მთასა მაგას სეირსა, და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა ,და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ქალაქნი შენნი ოჴრად დავსხნე, და შენ ოჴერ იყო, და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ იქმენ მტერ საუკუნო, და დაშჯედ შენ სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით ჴელითა მტერთა მახჳლითა ჟამსა სიცრუვისასა უკუანაჲსკნელ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარი მე, იტყჳს უფალი უფალი, უკუეთუ არა სისხლადმდე სცოდე, და სისხლი გდევნიდეს შენ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მივსცე მთაჲ სეირი უდაბნოდ მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღვავსნე წყლულითა შენითა ბორცუნი და ჴევნი შენნი, და ყოველთა ველთა შენთა წყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ, და ქალაქნი შენნი არა დაემკჳდრნენ მერმე, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს რამეთუ სთქუ შენ ვითარმედ ორნი ნათესავნი და ორნი სოფელნი ჩემნი იყვნენ, და ვიმკჳდრნე იგინი, და უფალი მუნ არს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, იტყჳს ადონაჲ უფალი, და გიყო შენ მტერობისა-ებრ შენისა და გამოგეცხადო შენ შორის, რაჟამს იგი გსაჯო შენ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და სცნა რამეთუ მე ვარ უფალი. მესმა ჴმაჲ გმობათა შენთაჲ, რამეთუ სთქუ; მთანი ისრაჱლისანი ოჴერნი ჩუენდა მოცემულ არიან საჭმლად.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დიდდიდსა იტყოდე ჩემდამო პირითა შენითა, რომელნი მესმეს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, სიხარულსა ყოვლისა ქუეყანისასა მოგაოჴრო შენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ოჴერ იყო შენ, მთაჲ Page of ms. J: B96v  ეგე სეირი, და ყოველი იდუმიაჲ მოიჴოცოს, და სცნა რამეთუ/ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.