TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 409
Previous part

Chapter: 30  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ, და თქუ. ამას იტყჳს ადონა<ჲ> უფალი; დღჱ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ახლოს არს დღჱ იგი უფლისაჲ, აღსასრული თესლებისაჲ მოიწევის.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იყოს მახჳლი ეგჳპტელთა ზედა, და იყოს შეძრწუნებაჲ ეთიოპიას, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს, და დაირღუენ საყოფელნი მისნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
სპარსნი და კრეტელნი და ლუდიელნი და ლჳბიელნი, და ყოველნი მწირნი, ძენი იგი აღთქუმისა ჩემისანი, მათ თანა მახჳლითა დაეცნენ მას შინა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაეცეს სიმტკიცე ეგჳპტისაჲ, და დამდაგლდეს გინებაჲ ძლიერებისა მისისაჲ მაგდალოჲთბან ვიდრე სჳჰენედმდე, მახჳლითა დაეცნენ მას შინა, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოოჴრდენ შორის სოფელთა მოოჴრებულთა, და ქალაქნი მათნი შროის ქალაქთა მოოჴრებულთა იყვნენ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მოვსცე ცეცხლი ეგჳპტესა, და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა გამოვიდენ ანგელოზნი მოწრაფენი განრყუნად ეთიოპიაჲსა, და იყოს აღტეხაჲ მათ შორის დღესა მას ეგჳპტისასა, რამეთუ აჰა ესერა მოვალს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, და წარვწყმიდო სიმრავლე ეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორისითა, მეფისა ბაბილოვნისაჲთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჴელითა მისითა და ერისა მისისაჲთა, ბილწნი წარმართთაგანნი მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა, და იჴადნენ ყოველთა მახჳლნი ეგჳპტესა ზედა, და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთაგან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე მდინარენი მათნი ოჴრად; წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელითა უცხოთესლთაჲთა, რამეთუ მე Page of ms. J: B90r  უფალი ვიტყოდე./

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; წარვწყმიდნე დიდებულნი მემფით, და ქუეყანასა ეგჳპტისასა მთავარნი არღარა იყვნენ მერმე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და წარვწყმიდო ქუეყანაჲ ფათურესაჲ, და მოვჰსცე ცეცხლი თანისსა ზედა, და ვყო შურის-გებაჲ დიოსპოლისს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მივჰფინო გულის-წყრომაჲ ჩემი საინსა ზედა, ძალსა მას ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლჱ მემფლეთაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოვსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა, და შეძრწუნებით შეძრწუნდეს სჳჰეჱ, და დიოსპოლისს იყოს განხეთქაჲ, და განფინნენ წყალნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ჭაბუკნი მზის-ქალაქისანი და ბუბასტესანი მახჳლითა დაეცნენ, და ცოლნი მათნი ტყუედ წარვიდენ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ტაფანსა ზედა დაბნელდეს დღჱ, რაჟამს შევმუსრო ტომი ეგჳპტისაჲ, და წარვწყმიდო გინებაჲ ძლიერებისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს, და ასულნი მათნი ტყუედ წარიყვანნენ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ვყო საშჯელი ეგჳპტეს, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა თთუესა, შჳდსა მას თთჳსასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო, მეფისა ეგჳპტისანი, შევმუსრენ, და არა შეიხჳნეს, მიცემად მას კურნებაჲ, მიცემად მის ზედა სალბუნი, მიცემად ძალი პყრობად მახჳლისა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი უფალი; აჰა ესერა მე ფარაოს ზედა მეფისა ეგჳპტისასა, და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და განრთხმულნი, და დაუგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და განვაბნიო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაქრინე იგინი სოფლებსა შორის.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელთა Page of ms. J: B90v  მისთა, და ეგჳპტესა ზედა მოავლინოს მახჳლი იგი, და წარიღოს/ ავარი მისი, და წარტყუენოს ნატყუენავი მისი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, და ფარაოჲსნი დაეცნენ, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს მივსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და განირთხას იგი ქუეყანასა ეგჳპტისასა .

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და განვსთესო ეგჳპტჱ თესლებსა შორის, და განვაბნინე იგინი სოფლებსა შორის, და ცნან რამეთუ მე ვარ უფალი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.